პოლიტიკის დეპარტამენტების არაეფექტურობის სტრუქტურული მიზეზები

სახელმწიფო სტრუქტურებში პოლიტიკის ფორმირების ამოცანა ხშირად ასე აქვთ გადაჭრილი: შექმნილია ერთეული, რომელსაც ჰქვია პოლიტიკის სამსახური/დეპარტამენტი. თუმცა კი რეალურ ცხოვრებაში პოლიტიკის ფორმირების პროცესის არარსებობის, მისი არასწორი შიდა სტრუქტურის და ბუნდოვანი დასახელებების გამო, ეს ერთეულები არაეფექტურები არიან, რაც არ უნდა უნარიანი ხელმძღვანელი ჰყავდეთ მათ.

ა) ისეთი დიდი უწყების პოლიტიკა, როგორიცაა სამინისტრო, ვერასდროს ვერ შეიქმნება ერთ დეპარტამენტში, უშუალოდ მინისტრის და მოადგილეების მონაწილეობის და თაოსნობის გარეშე. პოლიტიკის ფორმირება არის კოლეგიალური ფორმატი, სადაც მონაწილეობას უნდა იღებდნენ ხელმძღვანელი პირები და დარგის სპეციალისტები. ყველგან, სადაც არ არსებობს ფორმატები იმისთვის, რომ პოლიტიკის ფორმირება კოლეგიალურად მოხდეს, როგორც წესი, ამ დეპარტამენტის საქმიანობა ყოველთვის აცდენილია რეალურ საჭიროებებს და პოლიტიკა მათ მიერ ვერ ხორციელდება.

ბ) ცალკე საკითხია, როგორ არის ხოლმე მოწყობილი პოლიტიკის დეპარტამენტები. ძალიან ხშირად შიდა სტრუქტურულ ერთეულებზე განაწილებულია არა ამოცანები, არამედ ფუნქციები. პროაქტიულად არავინ ზრუნავს პრობლემური ან განვითარების საკითხების გამოვლენაზე, მიზანმიმართულად არ ხდება მუშაობა საუკეთესო პრაქტიკების მოძიებაზე, პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში ვერ ხდება დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და რაც მთავარია, ჭირს პრიორიტეტულ თემებზე მოკლე დროში ქმედითი წინადადებების/პოლიტიკების შექმნა.

გ) ამ ყველაფერზე დიდ გავლენას ერთეულის დასახელება ახდენს, იმის მიუხედავად, რა შეიძლება ეწეროთ მათ დებულებაში. ისეთი ბუნდოვანი დასახელება, როგორიც პოლიტიკის დეპარტამენტია და განსაკუთრებით მაშინ, როცა შიდა სტრუქტურულ ერთეულებსაც ასეთივე გაურკვეველი სახელები ჰქვიათ, არის წინაპირობა იმისა, რომ მათი რეალური დანიშნულება ვერ შეასრულონ. როგორც წესი, ბუნდოვანი დასახელების გამო, ამ ერთეულებს ყოველთვის ისეთ დროებით სასწრაფო დავალებებს აძლევენ, როგორიცაა რომელიმე უწყებისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ანგარიშის მომზადება, უწყებათაშორის პროექტში მონაწილეობის მიღება და უამრავი მსგავსი რამ, რის გამოც მთავარი საქმეებისთვის დრო ვეღარ დარჩებათ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება