სიმფონიურ ორკესტრს თუ შევხედავთ, როგორც ორგანიზაციას, რამდენიმე საინტერესო წესი შეიძლება გამოვავლინოთ მის მუშაობაში. ეს დღევანდელი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო და ყურადღება გასამახვილებელია.
სპეციალიზაცია ორკესტრის წევრობის მთავარი წინაპირობაა: აქ ყველას თავისი მკაფიოდ განსაზღვრული როლი და სპეციალიზაცია აქვს. ყველამ იცის, უშუალოდ მას რა ევალება და იერარქიულად ვის ექვემდებარება. აქ ნაკლებია ბუნდოვანება როლებთან და “უფროსებთან” დაკავშირებით. თავად დირიჟორსაც ძალიან მკაფიო როლი აქვს, სწორი ტემპით და განწყობით უნდა წაიყვანოს ორკესტრი. ის ვერ და არ შეასრულებს მევიოლინეს, მესაყვირეს ან სხვა წევრის ფუნქციას. ამიტომაც აქ ყოველთვის დიდია პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის ხარისხი.
აქ ყველა დაწერილ გეგმას/ნოტებს მიყვება: ორკესტრი ნოტების გარეშე თავად ორკესტრის წევრებისთვის წარმოუდგენელია. შეიძლება დიდი აურზაური მოყვეს მის არქონას. ეს ერთგვარი გეგმაა, რომელსაც ყველა მიყვება გულდასმით და ასრულებს. თუ ვინმე რამეს გამოტოვებს, მაშინ ნაწარმოები სრულყოფილი ვერ გამოვა.
გუნდურობა აქ ბუნებრივი მდგომარეობაა: ინდივიდუალიზმის და სპეციალიზაციის მაღალი ხარისხის პარალელურად ძალიან დიდია ორკესტრის წევრების ურთიერთდამოკიდებულება. მუსიკის დაკვრის დროს ყველა ყურადღებით, გულმოდგინედ ეპყრობა ერთმანეთს, რომ ნოტი ნოტში ჩასვას ან რომელიმემ უფრო ხმამაღლა არ დაუკრას, რათა მეორეს ხმა არ გადაფაროს.
აქ შედეგი მაყურებლის კმაყოფილებით/ტაშით იზომება: ყველაზე დიდი საზღაური, რასაც ორკესტრი იღებს, მაყურებლების აპლოდისმენტებია. ყველაფერი დანარჩენი, ამასთან შედარებით, ნაკლებად მნიშვნელოვანია. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ორკესტრების უმრავლესობა ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდის, რასაც მაყურებლის კმაყოფილება და სიყვარული აკომპენსირებს.
ყოველი კონცერტი ადამიანებს შედარებით უკეთესს ხდის: ორკესტრის კონცერტები დამატებითი საზრდოა ადამიანებისთვის, მხოლოდ დადებითს მატებს და არაფერს აკარგვინებს მათ.
—
გადაამოწმეთ თქვენი კომპანიის სტრუქტურა ხომარ შეიცავს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს. სინერჯი ჯგუფი გთავაზობთ ორგანიზაციული სტრუქტურის დიაგრამის შეფასებას.
ყოველწლიურად სინერჯი 50-მდე მსგავს ანალიზს აკეთებს, რის საფუძველზეც უმეტესობა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს აინიცირებენ.