სამი რამ, რაც ქმნის დისციპლინას ორგანიზაციაში

დისციპლინა განუყოფელი ნაწილია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიოს. დისციპლინა თავისთავში სულაც არ გულისხმობს მკაცრ წესებს ანდა ინსტრუქციებს. ძირითადად სამი რამაა, რაც ქმნის დისციპლინას ორგანიზაციაში:

1. თუ თითოეულ თანამშრომელს მკაფიო პასუხისმგებლობა აქვს და ამასთან ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი ამოცანა არაა პასუხისმგებელი პირის გარეშე.  მკაფიო პასუხისმგებლობა, ყველაზე დიდი წნევაა, რაც თანამშრომლებს ამოძრავებთ და შედეგებს ადებინებს. არც ერთ წესს, სტანდარტს ან დებულებას ასეთი ეფექტი არ აქვს.

2. თუ კოლეგიალური ორგანოები (საბჭოები, კომიტეტები) უწყვეტად და გამართულად მუშაობენ. კოლეგიალური ფორმატები კარგი საშუალებაა მენეჯმენტისთვის ინფორმაციის გასაცვლელად, მიმდინარე პრობლემური თუ განვითარების საკითხების განსახილველად და გადაწყვეტილებების მისაღებად. როცა ეს შეხვედრები სწორადაა განსაზღვრული, სწორი შემადგენლობით და პერიოდულობით იკრიბება, ის ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრის უდაო წინაპირობაა.

3. თუ მოქმედებს ანგარიშგებისა და შეფასების სისტემები. თანამშრომლების მხარდაჭერის ერთ-ერთი გზაა მისცე ფორმატი, რითიც საკუთარი შრომის და ძალისხმევის პრეზენტაციას შეძლებენ და რის მიხედვითაც მათ შეაფასებენ. მინიმუმ კვარტალში ერთხელ ანგარიშგება და მათი შეფასება თანამშრომლებს კონცენტრაციას უძლიერებს ძირითად მიზნებზე და მენეჯმენტსაც ინფორმირებულს ტოვებს, რა მიმართულებები მისცეს მათ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება