ერთი დაჯდომით გაკეთებული სტრუქტურები ისეთი სტრუქტურებია, რომლებიც აქ მომუშავე ადამიანებს სტრესში აცხოვრებს, ორგანიზაციას დანიშნულებას ვერ ახორციელებინებს და მენეჯმენტს ძალიან ბევრ შესაძლებლობას აკარგვინებს.
ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სტრუქტურის ფორმირების და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის პროცესს არასაკმარისი მნიშვნელობით ეკიდებიან, როგორც წესი ამის საფასურს ორგანიზაციის საქმიანობის გაუარესებაში ან შესაძლებლობების დაგარკვაში იხდიან.
სამწუხაროდ, საქართველოში ხშირია პრაქტიკა, როცა მსხვილი პრობლემა ჩნდება, ან კადრმა არ გაამართლა ან სტრუქტურული ერთეული ვერ ამართლებს დაკისრებულ ამოცანას თავს, ხელმძღვანელი პირები მოადგილესთან ან სხვა დაახლოებულ მენეჯერთან ერთად სხდებიან, ხაზავენ და ცვლიან კუბიკების მდებარეობას და ამით მარტივად „აგვარებენ“ სტრუქტურის საკითხს. მაშინ როცა უფრო დიდ სირთულეში ყოფენ თავს.
სტრუქტურის ფორმირება კომპლექსური სამუშაოა და ის სტრუქტურის კეთებით არ იწყება.
- სტრუქტურის ცვლილების ან ფორმირების პროექტზე უნდა მუშაობდეს სამუშაო ჯგუფი, კომპეტენტური და გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე ადამიანებით (5-7) დაკომპლექტებული
- სტრუქტურის ფორმირებისთვის აუცილებელი წინაპირობაა არსებული სტრუქტურის შესწავლა: ინტერვიუების ჩატარება, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა
- სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა მოხდეს გააზრება და შეთანხმება ორგანიზაციის დანიშნულებაზე, მთავარი ამოცანებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე,
- უნდა განისაზღვროს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რა კუთხითაც ფუნქციების გაძლიერებაა საჭირო
- უნდა დამუშავდეს ისეთი პროცესები, რომლების სტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისთვისაა საჭირო და რომელთა გათვალისწინება და გადატანა იქნება მნიშვნელოვანი სტრუქტურაში
- მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დამუშავდეს ჯერ სტრუქტურის ზოგადი მოდელი
- შემდგომში კი მომზადდეს სტრუქტურის დეტალური მოდელი
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების პარალელურად შედეგების კომუნიკაცია ხდებოდეს მენეჯემენტის გაფართოებულ შემადგენლობასთან, იმისათვის რომ მაქსიმალურად ყველა დეტალი იქნას გააზრებული, გათვალისწინებული და სხვა მენეჯერების მიმღებლობაც შემოთავაზებული სისტემის მიმართ იყოს სათანადო.
სექტემბერი, 2014წ