ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით კი მსხვილი ორგანიზაციებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობა, თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუ ორგანიზაციების მენეჯმენტი თავისი მიმართულებით არსებულ პროფკავშირებს განიხილავენ როგორც საშუალებას ამ ამოცანის გადასაჭრელად, მათ განსაკუთრებულ შედეგებს შეუძლიათ მიაღწიონ.
როგორც ორგანიზაციის მენეჯმენტს, ისე პროფკავშირებსაც საბოლოო ჯამში ერთი მიზანი უნდა ჰქონდეთ: შეუქმნან თანამშრომლებს ისეთი გარემო, სადაც ისინი საკუთარი თავის რეალიზებას და ორგანიზაციისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანას შეძლებენ.
რაც უფრო ახლოს ეყოლება ორგანიზაციების მენეჯმენტს თავისი მიმართულებით არსებული პროფკავშირები, რაც უფრო აქტიურად გამოიყენებს მათ შესაძლებლობებს ამ ამოცანის გადასაჭრელად, მით უფრო ეფექტური იქნება იგი ორგანიზაციის მიზნების განხორციელების სამსახურში.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული პროფკავშირების კონსტრუქციულობაზე, მაგრამ თანამშრომლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფკავშირების ჩართულობა ძალიან კარგი საშუალებაა მენეჯმენტს ჰყავდეს თანამშრომელთა ინტერესების ჯანსაღი დამცველი და მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად ობიექტური გახადოს.
ასეთ შემთხვევებში სოციალური პასუხისმგებლობის ამოცანის გადაჭრა გახდება რუტინული პროცესი და არა პროექტების ერთჯერადი ხასიათის, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, არც ეფექტი აქვს და შეიძლება პირიქით უკმაყოფილების გამომწვევი იყოს.