ბიზნესის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო სტრუქტურული ცვლილებები

მრავალპროფილური ბიზნესების მქონე კომპანიებმა, რომელთაც სურთ მათი საქმიანობის განვითარება მნიშვნელოვნად დააჩქარონ, სტრუქტურის ყველა დონეზე უნდა გამოყონ კონცენტრირებულად განვითარებაზე პასუხისმგებელი ერთეულები, რომელთაც ექნებათ საჭირო ადგილი სტრუქტურაში და ძალაუფლება (ან წვდომა ძალაუფლებაზე), განვითარების პროცესების სამართავად.

3 ძირითადი დონეა, სადაც შეიძლება მიმდინარეობდეს განვითარების ამოცანაზე მუშაობა ისე, რომ ეს ორგანიზაციას სწრაფ და ეფექტურ განვითარებაში ეხმარებოდეს:

1. განვითარების ერთეულები ყველა მთავარ ბიზნეს მიმართულებაში – მნიშვნელოვანია, რომ ყველა მთავარ ბიზნეს მიმართულებას, თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით ჰყავდეს პასუხისმგებელი ერთეული, რომელიც რუტინულად იმუშავებს იმ ბიზნესის/მიმართულების განვითარებაზე და დააგროვებს განვითარების პროცესების ინიცირების, დაგეგმვისა და განხორციელების კომპეტენციებს.

2. განვითარების დირექტორი – ტოპ-მენეჯმენტის წევრი – განვითარების ამოცანამ უმაღლესი პრიორიტეტი რომ მიიღოს და კომპანიამ სისტემურად დაიწყოს მასზე ყურადღებისა და რესურსების გამოყოფა, ასევე, ადგილებზე განვითარების რგოლებმა შედეგი მოკლე დროში რომ აჩვენონ, ტოპ-მენეჯმენტში უნდა გამოიყოს პირი, რომელიც მთელი კომპანიის ბიზნეს საქმიანობის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია, ამ დირექტორს პარალელურად ექვემდებარებოდეს მიმართულებებში არსებული განვითარების ერთეულები და უშუალოდ კი ისინი, ვინც კომპლექსურად მთელი კომპანიის განვითარების ამოცანის გადაჭრას შეუწყობენ ხელს.

3. განვითარების საბჭო – იმისათვის, რომ განვითარების პროექტები მიმდინარეობდეს უწყვეტად, პრიორიტეტების შესაბამისად და ხარისხიანად, სტრუქტურაში უნდა არსებობდეს განვითარების საბჭო, რომელიც შეიკრიბება ტოპ-მენეჯმენტისა და განვითარების რგოლების მონაწილეობით მინიმუმ თვეში ერთხელ და განიხილავს განვითარების არსებულ საჭიროებებს, ძირითად პროექტებს და მათი განხორციელების შედეგებს.

მენეჯმენტს შეუძლია, რომ კომპანიის განვითარების საჭიროებებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს რომელ დონეს აირჩევს. ამ დონეებს, თითოეულს ცალ-ცალკე და კომბინაციით, განსხვავებული ეფექტი ექნება. თუმცა სამივეს ერთად დანერგვა ძალიან მოკლე პერიოდში კომპანიას მნიშვნელოვან შედეგებს აჩვენებს.

თუ გვეტყვით როგორ არის განაწილებული პასუხისმგებლობები თქვენი ორგანიზაციის უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის, ჩვენ შეგვიძლია გამოცდილებაზე დაყრდნობით გითხრათ რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს თქვენს ორგანიზაციას განაწილების ასეთი პრინციპის გამო.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება