გაანაწილეთ ამოცანები ფუნქციების ნაცვლად და თანამშრომლები ბევრად ინიციატივიანები გახდებიან

ერთია რას აკეთებენ ადამიანები და მეორეა რაზე ფიქრობენ ისინი, რა გზებს და მეთოდებს ეძებენ კონკრეტული მიზნების მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად. რაც უფრო ტექნიკური და რუტინულია თანამშრომლებისთვის მიცემული დავალება, მით უფრო ნაკლებად ფიქრობენ ისინი სიახლეებზე და ინიციატივებიც ბევრად ნაკლები მოდის მათგან.

სამწუხაროდ, ჩვენთან, ორგანიზაციებში ხელმძღვანელები უფრო მეტად ერთჯერად დავალებებს და მცირე ამოცანებს ანაწილებენ თანამშრომლებზე და არა საქმიანობის მიმართულებებს, ან პერმანენტულ ამოცანებს. ამის გამო თანამშრომლები ან საერთოდ არ ფიქრობენ სიახლეებზე, ამა თუ იმ ამოცანის უკეთ გადაწყვეტის გზებზე, ან იმდენად უმნიშვნელო და რუტინულია მათი ფიქრის საგანი, რომ ვერაფერს ღირებულს ორგანიზაციას ამით ვერ უქმნიან და ვერც თვითრეალიზაციას ვეღარ ახერხებენ ჯეროვნად.

თუ თანამშრომლებზე ფუნქციების ნაცვლად ამოცანებს გავანაწილებთ და კონკრეტულ შედეგებზე დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, მათ მოუწევთ ამ ამოცანების გადაწყვეტის გზებზე მეტი იფიქრონ, დაგვანახონ პრობლემები და ბარიერები, რაც მათ გადაწყვეტას უშლის ხელს და მეტი იდეებიც მოგვიტანონ.

ასეთ დროს ისინი არა მარტო მეტს ფიქრობენ, არამედ სწავლითაც გაცილებით მეტს სწავლობენ, აგროვებენ ღირებულ ინფორმაციას და გამოცდილებას. დროთა განმავლობაში მათზე დელეგირებაც მეტად შესაძლებელი ხდება და ორგანიზაციაც თანამშრომლების შესაძლებლობების ბევრად უკეთ გამოყენებას ახერხებს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება