თუ გყავთ ხუთი თანამშრომელი და ხუთივე მსგავს სამუშაოს ასრულებს (მაგ. პროექტებს, ან ყიდიან პროდუქტებს), მათი ერთმანეთით ჩანაცვლება მარტივია, მაგრამ ორგანიზაციაში და თანამშრომლებში ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი ცოდნისა და კომპეტენციების დაგროვება.
მეორეს მხრივ, თუ თანამშრომლებს გაუკეთებთ გარკვეულ სპეციალიზაციას – თუნდაც კლიენტების ჭრილში, პროდუქტების ჭრილში ან სხვა კუთხით, ისინი დაიწყებენ უფრო ეფექტურად ამ მიმართულებით მუშაობას, დროთა განმავლობაში კი დააგროვებენ ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც კომპანიის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი შეიძლება აღმოჩნდეს. (მაგ. გაყიდვების მენეჯერებს თუ დავყოფთ კლიენტების ჭრილში, ისინი თავიანთ კლიენტებზე დაიწყებენ ისეთი მნიშვნელვანი ინფორმაციის დაგროვებას, როგორიცაა მათი პრეფერენციები, რითი არიან დაკავებულები, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და ა.შ.. რაც დაეხმარებათ, უკეთ შესთავაზონ, უკეთ გაყიდონ და ამავდროულად, დახვეწონ და კლიენტს მოარგონ პროდუქტი)
მთავარია, სწორად განსაზღვროს ორგანიზაციამ, რა კომპეტენციები არის მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული და შესაბამისად მოახდინოს სტრუქტურული ცვლილებები და დეპარტამენტიზაცია.