ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



სტრუქტურები, სადაც ყველაფერია, მაგრამ არა თავის ადგილზე

ბოლო წლების განმავლობაში მრავალი სტრუქტურის ანალიზი გაგვიკეთებია, სადაც, უმეტესად, ხარვეზები ეხებოდა მნიშვნელოვანი რგოლების არარსებობას და სტრატეგიულ ამოცანებზე პასუხისმგებელი პოზიციების არქონას. თუმცა, გვხვდება ორგანიზაციებიც, სადაც ყველა პრიორიტეტული ამოცანაა წარმოდგენილი, მაგრამ არასათანადოდ და არასწორად. სრულად წაკითხვა »

ერთი ამოცანა ორ გუნდს

ერთ გუნდს თუ რომელიმე ამოცანაზე პასუხისმგებლობას დააკისრებ (მაგ. გაყიდვები რომელიმე სეგმენტზე, პროდუქტების განვითარება, ხარისხის კონტროლი), გუნდი დაიწყებს მის გადაჭრას, მაგრამ მენეჯმენტი ვერ იქნება დარწმუნებული, მიღწეული შედეგები რამდენად ახლოსაა იმ მაქსიმუმთან, რისი მიღწევაც შესაძლებელია ეფექტიანი მუშაობით. სრულად წაკითხვა »

მმართველი პირი VS მმართველი გუნდი

როდესაც ორგანიზაციას მართავს ერთი პირი, ყველაფერი მასთან თანხმდება, მის გარეშე არავინ იღებს გადაწყვეტილებას, არავის სურს ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, არ სრულდება სხვა თანამშრომლებისგან წამოსული დავალებები, პირველი პირი კი სულ უფრო ეფლობა რუტინულ, უმნიშვნელო საკითხებში და ვეღარ იცლის განვითარების თემებზე,  სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ფიქრისთვის. ორგანიზაციაც ინერციით მოძრაობს,აღარც აქტიურად იზრდება და მიმდინარე საქმეებშიც სულ უფრო მეტი პრობლემები იჩენს თავს. გადაწყვეტილებების ხარისხიც მცირდება და შეცდომების დაშვების რისკები მატულობს. სრულად წაკითხვა »

უნივერსალურობა თუ სპეციალიზაცია?

თუ გყავთ ხუთი თანამშრომელი და ხუთივე მსგავს სამუშაოს ასრულებს (მაგ. პროექტებს, ან ყიდიან პროდუქტებს), მათი ერთმანეთით ჩანაცვლება მარტივია, მაგრამ ორგანიზაციაში და თანამშრომლებში ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი ცოდნისა და კომპეტენციების დაგროვება. სრულად წაკითხვა »

რატომ უნდა ვთქვათ უარი ნეპოტიზმზე

იმ ქართული ორგანიზაციების 80%-ში, სადაც გვიწევს მუშაობა, პირველი პირები ცხადად ვერ აფასებენ ნეპოტიზმის პოლიტიკის უარყოფით მხარეებს და ზოგადად ადამიანური რესურსების მნიშვნელობას კომპანიისათვის. რეალურად კი ნეპოტიზმი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს და სერიოზულად აფერხებს ორგანიზაციის განვითარებას, საიდანაც ერთ-ერთზე გვინდა მოგიყვეთ. სრულად წაკითხვა »

საკუთარი თანამშრომლების დაწინაურების უპირატესობები ვაკანტურ პოზიციებზე

როდესაც ორგანიზაციაში ვაკანტური პოზიცია ჩნდება (არ ეხება ყველაზე დაბალ საფეხურს), უმჯობესია, ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცადოს, შიდა კადრით დააკომპლექტოს ის, და თუ ეს ვერ მოხერხდება, მხოლოდ მაშინ დაიწყოს გარეთ ძიება. სრულად წაკითხვა »

მოადგილეები სამინისტროებში

დღეს სამინისტროების მოწყობა ძირითადად შემდეგნაირად ხდება: განისაზღვრება მინისტრის მოადგილეები, და დეპარტამენტებს და სამსახურებს ინაწილებენ  იმის მიხედვით, თუ ვის რა გამოცდილება და კომპეტენციები აქვს. ეს შედეგად იწვევს სტრუქტურის რამდენიმე წესის დარღვევას, კერძოდ:

სრულად წაკითხვა »

ტურიზმში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება – სახელმწიფოს ვალდებულება

ტურიზმის სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების ხარისხს. ხარისხის განვითარების პროცესი შეუქცევადია და ის ბუნებრივად მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან ნელა. იმისათვის, რომ 2-3 წელიწადში რადიკალურად განსხვავებული შედეგები მივიღოთ მომსახურებაში, აუცილებელია სახელმწიფოს, კერძოდ კი ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემური ძალისხმევა ამ მიმართულებით.

სრულად წაკითხვა »

სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა – პრიორიტეტად!

იცით, თუ არა, რომ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით 89-ე პოზიციაზე ვართ, ხოლო 74 წლის მოცულობით, და დაახლოებით 10 წელიწადით ჩამოვრჩებით წამყვან ქვეყნებს? იცით, თუ რა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმატების მთავარ საზომად სწორედ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაა აღიარებული? და რაც მთავარია, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება პირდაპირ კორელაციაშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებასთან. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება