ერთ გუნდს თუ რომელიმე ამოცანაზე პასუხისმგებლობას დააკისრებ (მაგ. გაყიდვები რომელიმე სეგმენტზე, პროდუქტების განვითარება, ხარისხის კონტროლი), გუნდი დაიწყებს მის გადაჭრას, მაგრამ მენეჯმენტი ვერ იქნება დარწმუნებული, მიღწეული შედეგები რამდენად ახლოსაა იმ მაქსიმუმთან, რისი მიღწევაც შესაძლებელია ეფექტიანი მუშაობით.
როცა ამ ამოცანას ორ პარალელურ გუნდს დააკისრებთ, მაშინ ჩნდება შედარების შესაძლებლობა, ჯანსაღი კონკურენცია და გუნდები უფრო აქტიურად იწყებენ მუშაობას. ასეთ შემთხვევაში მათ იციან, თუ არასათანადოდ იმუშავებენ, ამას აუცილებლად დააფიქსირებს მენეჯმენტი. ასევე, შედეგების ანალიზით მუშაობის მეთოდოლოგიის განვითარებაც უფრო ჩქარდება, ახალი აღმოჩენები მრავლდება და მიდგომებიც იხვეწება.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ყველა ამოცანას ჰყავდეს ორ-ორი პასუხისმგებელი სამსახური, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ და ყველაზე მნიშვნელოვან (2-3) ამოცანაზე უმჯობესია, ერთი ჯგუფი ორად გაიყოს და დარჩეთ თითო ამოცანა, მსგავსი გადაწყვეტა გაცილებით მეტ ეფექტს იძლევა, ჯამურად იგივე რაოდენობის კადრების შემთხვევაში.