რაც აუცილებლად უნდა გავიაზროთ, სანამ ქსელის განვითარებას დავიწყებთ

ქსელის გაფართოება თუ არ მოხდა თანდათანობით, გააზრებულად, წინასწარ განსაზღვრული განვითარების გეგმის მიხედვით, ის აუცილებლად გახდება მორიგი „წარუმატებელი ბიზნესი“.

ქსელის განვითარების სწორი მიდგომა იწყება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების, მომავლის ხედვის კომპონენტების გააზრებით:

  • ვინ გვინდა იყვნენ ჩვენი მომხმარებლები, რა საერთო მახასიათებლები და პრეფერენციები აქვთ მათ;
  • რის გამო აგვირჩევენ მომხმარებლები ჩვენ, რა უნდა იყოს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა;
  • რა იქნება ჩვენი წამყვანი პროდუქტები/სერვისები;
  • როგორ ადგილებში უნდა იყოს ჩვენი ობიექტები განთავსებული (მაგისტრალურ ქუჩებზე, დასახლებებში, სოფლებში, დაბებში…) და რა თანმიმდევრობით გავხსნით;
  • რა პარამეტრით გავზომავთ ჩვენი საქმიანობის მასშტაბს და მინიმუმ რისთვის უნდა გვქონდეს მიღწეული, რომ საქმიანობა წარმატებულად ჩავთვალოთ;
  • და ა.შ.

წინასწარ უნდა გავიაზროთ სტრატეგიული ამოცანები, რომელიც ქსელის განვითარების წინაშე დგას და არსებული რეალობიდან, მოთხოვნებიდან და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოვახდინოთ პრიორიტეტიზაცია, რაზე დავხარჯავთ უფრო მეტ ძალისხმევას პირველ წელს და დაუშვათ სამი წლის შემდეგ. მაგ: ასორტიმენტის განვითარების ამოცანა,  კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასების უზრუნველყოფა, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და ა.შ.

აუცილებლად უნდა გავიაზროთ თითოეული სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტის მიდგომა. მაგ: თუ დაბალი ფასებია პრიორიტეტი, როგორ უზრუნველვყოფთ ამას, თუ მომსახურების მაღალი ხარისხია პრიორიტეტი მას როგორ ვჭრით და ა.შ.

ხშირად ასე ხდება, რომ როგორც კი ქსელის გაფართოებაზე გადაწყვეტილება მიიღება მენეჯმენტში, მყისიერად იწყება აქტიური მოძრაობა და ძალიან მცირე დროში, თითქმის გაუაზრებლად ხდება ფართო არეალის მოცვა და შედეგად მიიღება გაწეული დიდი დანახარჯები და გაცრუებული იმედები.

საწყის ეტაპზე, მხოლოდ რამდენიმე ობიექტის ამოქმედებითა და იქიდან მიღებულ გამოცდილებაზე დაფუძნებით უკვე შესაძლებელია მსხვილ მასშტაბებზე სწრაფი ტემპით გადასვლა, რაც წარმატების შანსს ბევრად ზრდის. სწორი განვითარების გეგმის გარეშე კი ქსელი გამართულ ბიზნესად ვერასოდეს იქცევა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება