განვითარება რუტინულად

რაც დრო გადის განვითარებისკენ მიმართული აღარც ცალკეული პროექტები, აღარც წინასწარ დაგეგმილი პროგრამები აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ. სფეროების და დარგების უმრავლესობაში მხოლოდ ის ორგანიზაციები ახერხებენ პირველობას, რომლებიც განვითარებაზე უკვე რუტინულად მუშაობენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ადამიანურ, ფინანსურ რესურსს და მენეჯმენტის ყურადღებას ხარჯავენ.

პროდუქტების და მომსახურების განვითარება, გაყიდვების სისტემების და მიდგომების განვითარება, საკადრო ბაზის, ბიზნეს პროცესების, ტექნოლოგიური ბაზის განვითარება ვეღარ მიდის საკმარისი ტემპებით თუ ჩვენ ამ მიმართულებებით თითო ან თუნდაც 4-5 მნიშვნელოვან პროექტს ვაკეთებთ ყოველწლიურად.

მხოლოდ სპეციალიზირებული სამსახურების შექმნა, სათანადო კომიტეტების ან საბჭოების არსებობა, სადაც იხილება ამ მიმართულებებით არსებული იდეები და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა, მათი ინტენსიური მუშაობა და აქ დასაქმებული რესურსების განვითარება დღეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ვიყოთ სხვებზე წინ, ვსწავლობდეთ კონკურენტებზე უკეთ როგორ განვვითარდეთ ყოველდღიურად. როგორ გავხდეთ მუდმივად, სხვებზე ცოტა მეტად უკეთესები ჩვენი კლიენტებისთვის, თანამშრომლებისთვის და შესაბამისად მესაკუთრეებისთვისაც.

უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ამ მიმართულებით უკვე დროა იდეების გენერაციის ცენტრებიც კი შეიქმნას ცალკე, რათა იდეების და შესაძლებლობების ძიება გახდეს მუდმივი პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში განხორციელების პროცესით გატაცებამ და ამ მიმართულებით შექმნილმა სირთულეებმა შესაძლოა სიახლეების მუდმივ ძიებას შეუშალოს ხელი.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება