ექსპორტის განვითარებისთვის საჭირო სტრუქტურული კონფლიქტები

ნებისმიერმა საწარმომ საკუთარი პროდუქტის თუ მომსახურების უცხოეთში გატანა/ქვეყნის გარეთ გაყიდვები რომ დაიწყოს და განავითაროს, ამისთვის მართვის სტრუქტურაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი უნდა შექმნას.

ის ორგანიზაციები, ვისთანაც სტრუქტურის განვითარებაზე ვმუშაობთ და რომლებიც ექსპორტის განვითარებას მაღალი პრიორიტეტის ამოცანად იხილავს, ცდილობს ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმარისი მენეჯერული ყურადღება ხარჯოს ამ მიმართულებით. განავითაროს პროდუქტები პერსპექტიული ბაზრებისთვის, სტაბილურად უზრუნველყოს მათი მაღალი ხარისხი, პოპულარიზაცია გაუკეთოს პროდუქტებს საბოლოო მომხმარებლებში პერსპექტიულ ბაზრებზე, მოიზიდოს პარტნიორები გაყიდვებში და განავითაროს მათთან კარგი ურთიერთობა.

მაგრამ მენეჯმენტს ძალიან უჭირს ყოველდღიურად სტაბილურად დაუთმოს ყველა ამ ამოცანის გადაწყვეტას საკმარისი მენეჯერული ყურადღება, როდესაც ლოკალურ ბაზარზე აქტიურობა მოკლევადიანი შედეგებისთვის უფრო აქტუალურია თავდაპირველად.

სამი კონფლიქტის შექმნა სტრუქტურაში ამ მიმართულებით მენეჯმენტის ყურადღების სტაბილური ხარჯვის წინაპირობა შეიძლება გახდეს:

ა) სტრუქტურული კონფლიქტი საექსპორტო ბაზრებისთვის პროდუქტების განვითარებასა და წარმოებას შორის ეხმარება მენეჯმენტს მუდმივად იცოდეს რა პრობლემებია პროდუქტის ხარისხში, მიაქციოს მას საკმარისი ყურადღება და მუდმივად განავითაროს ის.

ბ) სტრუქტურული კონფლიქტი საექსპორტო ბაზრებისთვის პროდუქტების განვითარებასა და გაყიდვებს შორის მენეჯმენტს ერთი მხრივ ეხმარება მუდმივად იცოდეს რა ხარვეზები აქვს პროდუქტის მახასიათებლებს და მუდმივად განავითაროს ის. მეორე მხრივ კი მუდმივად დახვეწოს პროდუქტის პრეზენტაციის, გაცნობის, დემონსტრირების ფორმა და მიდგომა, როგორც პოტენციური პარტნიორების, ისე საბოლოო მომხმარებლებისთვის პერსპექტიულ ბაზრებზე.

გ) სტრუქტურული კონფლიქტი საექსპორტო და შიდა გაყიდვებს შორის მენეჯმენტს ეხმარება მოკლევადიანი შემოსავლების ცდუნებით არ დაინანოს რესურსები შედარებით გრძელვადიანი გაყიდვებისთვის, მუდმივად გამოყოს დრო, როგორც პარტნიორების ძიების, ისე მათთან ურთიერთობის განვითარებისთვის.

ამ სტრუქტურული კონფლიქტების შექმნა მართვის სტრუქტურაში შესაბამისი როლების სწორ ადგილებზე გაჩენას და კოლეგიალური მუშაობის ფორმატების სწორად აწყობას ითხოვს.

იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად იყენებს თქვენი ორგანიზაცია სტრუქტურაში ასეთი კონფლიქტების შექმნის შესაძლებლობებს, ჩვენი ორგანიზაცია გთავაზობთ მართვის მოდელის ამ მიმართულებით ანალიზსა და შეფასებას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება