როგორ შეუძლიათ ბანკებს გარკვეულ დონეზე მოაგვარონ იპოთეკურ სესხებზე მასიური ვადაგადაცილებებით გამოწვეული პრობლემა

ვფიქრობთ, თუ ბანკები იპოთეკური მსესხებლების იმ ნაწილს, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებელი ბინები აქვთ უზრუნველყოფაში ჩადებული,  შესთავაზებენ მათი ბინების ბანკისათვის გადაცემას, რის სანაცვლოდაც ბანკი მათ სესხს დაუფარავს, ხოლო მათ კი ქირის ხელშეკრულებას გაუფორმებს იმ თანხაზე, რაც მსესხებელს შეუძლია არსებული შემოსავლებიდან გამომდინარე, ბანკიც და მსესხებლებიც სარგებელს მიიღებენ აქედან. 

ა) მსესხებლები თავიდან აიცილებენ სასამართლოსთან, გასახლებასთან და ამასთან დაკავშირებულებულ სხვა უსიამოვნებებს.

ბ) ბანკები შეიქმნიან ბევრად უფრო სტაბილურ მიმდინარე შემოსავლებს და პორტფელსაც შედარებით გამოიკეთებენ.
გ) ბანკები შეძლებენ, შეინარჩუნონ კლიენტები და გაზარდონ კიდეც მათი ლოიალურობის დონე.

სანაცვლოდ, მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გამოსწორდება და მოსახლების შემოსავლების დონე ისევ მოიმატებს, ბანკებს ექნებათ შესაძლებლობა, ისევ სწრაფად გაზარდონ პორტფელიც და შემოსავლებიც გადმოფორმებული ბინების ისევ უკან მსესხებლებისათვის გადაცემით. ადამიანები შემოსავლების ზრდის კვალობაზე ეცდებიან, რაც შეიძლება სწრაფად აიღონ ისევ სესხები და საკუთარი ბინები გამოისყიდონ .


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება