რეგულარული თემატური შეხვედრები

თუ ჩვენ მოვახერხებთ და ორგანიზაციაში კონკრეტულ, მნიშვნელოვან თემებზე, სწორად შერჩეული ადამიანების მონაწილეობით რეგულარულ შეხვედრებს ჩავატარებთ, ამით უწყვეტს გავხდით ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან პროცესებს.

ასე მაგალითად, თუ დავუშვათ თვეში ერთხელ, უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯმენტის მონაწილეობით ვატარებთ განვითარების შეხვედრას, სადაც ვიხილავთ განვითარების პროექტების მიმდინარეობას, მათთვის ხელის შემშლელ გარემოებებს და ამაზე რეაგირების გზებს, ასევე იმ ახალ იდეებს, რასაც შესაბამისი რგოლები გვთავაზობენ ორგანიზაციის შემდგომი განვითრებისთვის, ამით განვითარების პროცესების უწყვეტობას უზრუნველვყოფთ.

ან, თუ კვირაში ერთხელ, შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით ვატარებთ გაყიდვების შეხვედრას, სადაც ვიხილავთ რომელი ახალი კლიენტების მოზიდვას ვგეგმავთ ამ პერიოდში, რის გაკეთებას ვაპირებთ ამისთვის და ასევე რა ნაბიჯების გადადგმაა მიზანშეწონილი არსებულ კლიენტებზე გაყიდვების გასაზრდელად, გაყიდვებზე მუშაობაც ბევრად პროდუქტიული, ინტენსიური და საინტერესო პროცესი გახდება.

თუმცა, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ძალიან არ გადავტვირთოთ ორგანიზაცია არასაჭირო თათბირებით, ბევრი დრო რომ არ დავაკარგინოთ მენეჯმენტს ამ ტიპის შეხვედრებზე, საჭიროა ძალიან ყურადღებით შევარჩიოთ როგორც მათი თემატიკა, ისე რეგულარობა და შემადგენლობა.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება