პირველ პირებს ყოველთვის გული მოსდით, როცა ხედავენ, რომ მათი მოტივაცია ძალიან განსხვავდება სხვა თანამშრომლების მოტივაციისგან. ამის გამო ისინი ხშირად მარტოსულებადაც გრძნობენ თავს და ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მათ გარდა არავის ორგანიზაციისთვის ბევრი არაფრის გაკეთება არ უნდა.
ასეთ დროს საკმარისია დავფიქრდეთ რა არის ჩვენი მოტივაციის წყარო, რომ დავინახოთ, სწორედ მეტი პასუხისმგებლობა ქმნის ამ მეტ მოტივაციას. მეორე მხრივ, დიდი განსხვავება სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის დონიდან ქმნის ასეთ სხვაობას მოტივაციის დონეებს შორის.
საკმარისია თანამშრომლებს შორის გამოვარჩიოთ და სტრუქტურულად წამოვწიოთ ადამიანები, რომლებსაც სხვებზე მეტი და ჩვენთან მოახლოვებული პასუხისმგებლობის დონე ექნებათ და დავინახავთ, როგორ გაჩნდებიან ჩვენს გვერდით ადამიანები, რომლებიც ამ გაზრდილი მოტივაციით ჩვენზე არანაკლებ ანთებულები იქნებიან და ჩვენზე არანაკლებს გააკეთებენ, თუ უფრო მეტს არა მათი მიმართულებებით.
ლია
on Apr 18th, 2018
@ 08:05:
ბატონო პაპუნა, წავიკითხე თქვენი სტატია. ბოლო პუნქტს, ანუ აბზაცს ვერ დავეთანხმები. პასუხისმგებლობა ადამიანს ან აქვს, ან არა. ადამიანი თავისუფალია, როდესაც მოქმედებს საკუთარი ნებით – ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით. შესაბამისად, თავისუფალი ადამიანი არის უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე. არასდროს არ ვყოფილვარ პირველი პირის მიერ წინ წამოწეული ფიგურა მატერიალურად ან თანამდებობრივად(გამორჩეული კი, და გარდა ამისა, სწორედ პირველი პირისგან თავისუფალი ჩემს საქმეში ანუ სწავლებისას, კლასის ხელმძღვანელობიგან და ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას),მაგრამ ამ ფაქტს ჩემთვის არც მოტივაცია დაუქვეითებია და არც უპასუხისმგებლო გავმხდარვარ. (შეგიძლიათ გადაამოწმოთ პირველ პირთან). ასე რომ, ,,წინწამოწევა” არა მგონია იყოს პასუხისმგებლობის გაზრდისთვის საუკეთესო გამოსავალი.