როცა ჩვენივე მიზნების მიღწევისთვის არამარტო ვიღწვით, არამედ მათი მიღწევის მომენტისთვისაც სათანადოდ ვემზადებით, თავდაჯერებულობაც მატულობს, სხვებსაც უფრო სჯერათ, გზაც უფრო ადვილდება და შედეგის გამოყენებასაც ბევრად უკეთესად ვახერხებთ ამ დროს.
ხანდახან ისე ხდება, რომ მიზანს კი ვისახავთ, მაგრამ მისი მიღწევის მომენტისთვის სათანადოდ არ ვემზადებით. ამით მოტივაციასაც ვიმცირებთ, მიღწევის შანსსაც ვამცირებთ და მიღწევის შემთხვევაში ვხედავთ, რომ იმ შედეგის გამოყენებას სათანადოდ ვეღარ ვახერხებთ.