ორგანიზაცია მით უფრო მდიდარია რამდენი რიგითი თანამშრომელიც გულშემატკივრობს და ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს მისი წარმატებისთვის. სწორედ რიგითი და არა საშუალო რგოლის ან უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი.
თუნდაც ერთ რიგითს, რომელიც გულით მოინდომებს გააოცოს მომხმარებელი, გაცილებით დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია კლიენტზეც, პროდუქტზეც და სხვა კოლეგების მოტივაციის დონეზეც, ვიდრე შესაძლოა მთელს მენეჯმენტს ერთად აღებულს.
ჩვენ, ხელმძღვანელებს ეს ხანდახან გვავიწყდება და ისე ვიქცევით მათთან ურთიერთობაში, თითქოს მათზე მნიშვნელოვნები ვართ და მათზე დიდი გავლენა გვაქვს ორგანიზაციის საბოლოო შედეგებზე. არადა ჩვენ მხოლოდ მათზე, ამ ადამიანებზე გვაქვს გავლენა, თორემ მომხმარებელზე ჩვენი გავლენა მათთან შედარებით მინიმალურია.