კარგი იქნება, თუ რძის პროდუქტების რომელიმე მწარმოებელი გააკეთებს შემდეგი ტიპის აქციას: ვინც ერთდროულად შეიძენს კომპანიის სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, მაგალითად, ხაჭოს, მაწონს, რძეს, მაიონეზს და კარაქს, საჩუქრად მიიღოს ქართული მულტფილმების დისკი.
მულტფილმები უყვარს ყველა ბავშვს და ვფიქრობთ, ამ გზით კომპანია შეძლებს ბავშვებში დადებითი ემოციების გამოწვევას და მათში რძის პროდუქტების ამ კომპანიასთან ასოცირებას. ეს, ფაქტიურად, იქნება ერთგვარი რეკლამა, რომლიც მომხმარებელს მუდმივად ხელთ ექნება და ხშირად გამოიყენებს.
ბავშვების სეგმენტზე აქცენტის გაკეთება კი კარგია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ რძის პროდუქტები სასარგებლოა ბავშვებისთვის და მეორეც იმიტომ, რომ, სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში მარტო 9 წლამდე ასაკის 400 000-ზე მეტი ბავშვია, რაც ნამდვილად არ არის ცოტა.