რა შემთხვევაში ჩათვლი, რომ ძალიან მაგრად ვიმუშავე? – დაუსვით ეს კითხვა თქვენს ხელმძღვანელს, მიუხედავად იმისა რა პოზიციაზე ხართ და გასაგებად რაც არ უნდა პრიმიტიულად მოგეჩვენოთ იმ პოზიციაზე საქმიანობა.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხელმძღვანელს დააფიქრებს და უკეთ გაააზრებინებს მართლა რა სჭირდება და უფრო მკაფიო ამოცანას დაგისვამთ. თქვენ კი უკეთეს ფოკუსს მოგცემთ მუშაობაში, და კომპანიაში შეფასების რაიმე სისტემის არსებობის მიუხედავად, გეცოდინებათ რა შემთხვევაში შეაფასებენ თქვენს მუშაობას კარგად, რაც პროფესიული ზრდისთვის და კარიერის შემდგომი განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.