მთავარია რწმენა რომ გამოვა იმისთვის რომ მართლა გამოვიდეს

იმის მჯერა, რომ რაც არ უნდა მაგრები ვიყოთ და ძალისხმევაც ბევრი დავხარჯოთ, სასურველი შედეგი მაინც არ დადგება, თუ იმ ადამიანებს არ სჯერათ ამ იდეის წარმატების, რომლებსაც მისი სისრულეში მოყვანის პასუხისმგებლობა აქვთ. ნებისმიერი იდეის განხორციელებისთვის მთავარი ალბათ რწმენაა. რწმენა იმის, რომ მისი არსებობა და მასზე მუშაობა შეიძლება ბევრი წვალების შემდეგ, მაგრამ აუცილებლად შექმნის სასურველ ღირებულებას.

უფრო მეტიც, შედეგების რწმენა მოქმედების მთავარი მოტივატორიც შეიძლება იყოს  – ყოველ დილით ადამიანებს საწოლიდან ადგომასაც ხომ იმის რწმენა გვაიძულებს, რომ რაღაც უფრო ღირებულს გავაკეთებთ, უფრო საინტერესო ადამიანს შევხვდებით ან თუნდაც უკეთესი დღე გვექნება ვიდრე წინა დღე. და რაც უფრო ძლიერია ეს რწმენა, მით უფრო ადვილია წამოდგომაც.

შესაბამისად, მოტივაციის მეთოდებშიც, ვფიქრობ, ისინი მეტად ამართლებს, რომლებიც შედეგების რწმენას აძლიერებს, რადგან რთულად წარმოსადგენია დამატებითმა პრემიამ ან სიგელმა გაგიზარდოს მოტივაცია იმის განხორციელების, რისიც არ გჯერა. შესაბამისად, ხელმძღვანელებს არ უნდა დაენანოთ დრო – თანამშრომლებს შედეგების რეალურობა დაანახონ, დაარწმუნონ რომ მომავალი წარმატება გარდაუვალია და მხოლოდ ამის გასაძლიერებლად გამოიყენონ მოტივაციის ზრდის სხვა ინსტრუმენტები.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება