იმ ორგანიზაციებში, სადაც ყველა საქმეში და გადაწყვეტილებაში ადამიანია ამოსავალი/მთავარი, რაღაცებს შეიძლება ისე ვერ აკეთებენ, რეაგირებას აგვიანებენ, შესაძლებლობებს კარგავენ, შეცდომებს უშვებენ, დიდ მოგებას ვერ ნახულობენ. მაგრამ სამაგიეროდ ასეთ გარემოში ადამიანებს უფრო მეტი ხალისი აქვთ, უფრო მეტს სწავლობენ, მეტი ლოიალობა აქვთ ორგანიზაციის მიმართ, მეტი ენთუზიამზი რომ გამოვიდეს, ხვალინდელი დღის რწმენა უფრო ძლიერი აქვთ და საბოლოოდ შედეგებიც მჯერა, რომ უკეთესი აქვთ. ვიდრე იმ ორგანიზაციებს, ვისთვისაც შედეგია ამოსავალი და არა ადამიანები.
ამ არჩევანს მემგონი პირველ რიგში ხელმძღვანელი აკეთებს და ამის მიხედვით ლაგდება მერე სხვა დანარჩენიც.
თქვენ როგორ ორგანიზაციებში გიწევთ მუშაობა და იმის მაგალითები თუ გქონიათ, სადაც საქმის შედეგზე წინ ადამიანი დაუყენებიათ?