თუ კონკურენტი აგრესიულ დემპინგს მიმართავს შესაძლოა ფასების შემცირებაში გაყოლა მოგვიწიოს კლიენტების ნაკადი რომ შევინარჩუნოთ, მაგრამ ჯობს ხელოვნური დეფიციტები შევქმნად და პროდუქტები ზარალით არ გავყიდოთ. სამაგიეროდ კი კლიენტებს იგივე პროდუქტები ისეთ აქციებში და ისეთ პროდუქტებთან ან სერვისებთან ერთად უნდა შევთავაზოთ, რომელიც მათთვის მეტ ღირებულებას შექმნის ვიდრე უბრალოდ ფასდაკლება იქნებოდა.
გასაგებია, რომ ეს ყველა კლიენტს არ მოეწონება. ფასის მიმართ სენსიტიური კლიენტები, რა თქმა უნდა, მაინც უკმაყოფილოები იქნებიან. მაგრამ სხვების შენარჩუნება და ასევე გაყიდვების შემცირების პრევენცია მაინს ასე ყველაზე უკეთ შეიძლება.
დანარჩენ კლიენტებს კი, ვისთვისაც ფასი მაინც ყველაზე მეტად მნიშნელოვანია, ჯობს პირიქით ჩვენით გავაცნოთ კონკურენტის აგრესიული აქცია. ვუთხრათ, რომ თვითღირებულებაზე დაბლა ყიდის და ძალიან კარგია ამ შესაძლებლობით სარგებლობა.
ასეთი კომუნიკაცია კონკურენტსაც უფრო მალე დააკარგინებს დემპინგის მოტივაციას და ჩვენც კლიენტების კეთილგანწყობის შენარჩუნების შესაძლებლობას მოგვცემს.
აღნიშნულ თემაზე ცოტა უფრო დეტალურად მოსაზრებები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
როგორ მოვიქცეთ როდესაც კონკურენტი აგრესიულ დემპინგს მიმართავს