“აგროჰაბი” ერთ ერთი განსაკუთრებულად კარგი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სამართლიანად იმსახურებს ბევრი ადამიანის პატივისცემას და სიყვარულს. ის სწრაფად და ეფექტურად აფართოვებს ფილიალების ქსელს და გამორჩეულად კარგად მართავს ასორტიმენტის კრაფტ ნაწილს.
თუმცა, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, მასაც აქვს ამოცანები, რომელთა გადაჭრას უფრო ფართო შესწავლა და კომპლექსური გადაწყვეტების შემუშავება სჭირდება.
ჩვენი გადასახედიდან, ერთ-ერთი ასეთი ამოცანაა ფილიალების გააქტიურება მათ გარშემო კლიენტების მოსაზიდად და მათთან ურთიერთობის განვითარებისათვის. მათ შორის მუშაობა ისეთ ქვეამოცანებზე როგორიცაა:
ა) ახლომახლო იურიდიული პირების მოზიდვა (რა ტიპის აქციებით, როგორ უნდა ხდებოდეს მათი მოფიქრება და ინფორმაციის გავრცელება);
ბ) ფილიალის გარშემო სხვა ქსელებიდან კლიენტების გადმოყვანა (რა ტიპის აქციებით და კამპანიებით, , როგორ უნდა ხდებოდეს მათი მოფიქრება და ინფორმაციის გავრცელება);
დ) ფილიალის არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება (როგორ უნდა ჯგუფთებოდნენ, როგორ უნდა ხდებოდეს მათთვის სარგებლების მოფიქრება და შეთავაზება) ;
და სხვა.
გარე დაკვირვებით ისე ჩანს, რომ ორგანიზაციისთვის ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პოტენციალი უნდა იყოს თითქოს.
რა თქმა უნდა, ამ ამ პოტენციალის რეალიზებისთვის როგორც შიდა ისე გარე კვლევა და მენეჯმენტის გუნდთან მუშაობაა საჭირო რაც, ჩვენი შეფასებით, დაახლოვებით 6-8 კვირის სამუშაოს გულისხმობს.
რომლის ფარგლებშიც უნდა გაეცეს მათ შორის ისეთ კითხვებს პასუხი როგორიცაა: თუ რა გზებით შეუძლიათ ფილიალებს ამ ამოცანების გადაწყვეტა? რა სტრუქტურული ცვლილებები, სამოტივაციო და ტექნოლოგიური გადაწყვეტებია ამისთვის საჭირო? რა პროცესები უნდა დაინერგოს ან შეიცვალოს? და ა.შ.
ვფიქრობთ ამ ტიპის სამუშაოს განხორციელება შესაბამისი კომპეტენციის გარე სპეციალისტების ჩართულობით ბევრად უფრო სწრაფი და შედეგიანი იქნება.
შესაბამისად, “სინერჯი ჯგუფი“ სიამოვნებით შესთავაზებდა „აგროჰაბს“ ამ მიმართლებით საკუთარ მომსახურებას.