ჯი-ვი-პი ს, “ენერგო პროს” და “თელმიკოს” კოლაბორაცია თბილისში წყლის ეკონომიური მოხმარების ხელშეწყობისთვის

ითვლება, რომ წყლით უხვი ქვეყანა ვართ, თუმცა ამ სამივე კომპანიისთვის სტრატეგიული ამოცანაა თბილისის მოსახლეობა უფრო ეკონომიურად მოიხმარდეს ამ უმნიშვნელოვანეს რესურსს. ჟინვალის წყალსაცავის წყლის მარაგის, ელექტროენერგიის თვითღირებულების თუ სისტემების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით სამივეს სასიცოცხლოდ სჭირდება წყლის ხარჯის ოპტიმიზაცია.

არადა მოსახლეობის ქცევის მოდელი, მოწყობილობების გაუმართაობა, ხარჯვის აღრიცხვის მოუწესრიგებლობა, ხარვეზები სისტემაში წნევის მართვის მექანიზმებში თუ სხვა მრავალი პრობლემა ყოველდღიურად წყლის ტყუილად კარგვის მიზეზი ხდება.

ეს სამივე კომპანია თუ მოილაპარაკებს და ერთად დაიწყებენ ამ ამოცანის გადაწყვეტაზე მუშაობას სადაც დეტალურად უნდა მოხდეს შესწავლა და დაგეგმვა როგორც მიზეზების ისე რეაგირების გზების “სინერჯი ჯგუფი” სიამოვნებით მივიღებდით ამ სამუშაოში მონაწილეობას.

თბილისში წყლის ეკონომიური ხარჯვის ხელშეწყობა, რომელსაც ასევე ორგანულად ებმის ელექტროენერგიის გაფრთხილებაც, რთული მმართველობითი ამოცანაა, რომელსაც პატარა ამოცანებად სწორად თუ არ დაშლი და მერე კარგად არ შეისწავლი რომლები ახდენენ იქიდან ყველაზე დიდ გავლენას საბოლოო შედეგზე და თუ გადაწყვეტის იდეებზე ფიქრს მაგის მერე არ დაიწყებ ყველაფერი ამ მიმართულებით გაკეთებული შესაძლოა ნახევარზომა აღმოჩნდეს.

“სინერჯი ჯგუფი” მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიაა რომელიც ორგანიზაციებს სწორედ ასეთი რთული ამოცანების გადწყვეტის გზების დამუშავებაში ეხმარება.

ინფორმაცია კლიენტებზე და პროექტებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება