ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში (ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე) კარგი იქნება რომ მერიამ, ან მენაშენეთა ასოციაციამ გააკეთონ ვიდეო პორტალი სადაც მოხდება დაფინანსებული პროექტების პირდაპირი ტრანსლიაცია.
1. ასეთი პორტალი შედის მენაშენეების ინტერესებში ვინაიდან მათი მშენებლობის ინტერნეტ ტრანსლაცია ხელს შეუწყობს ბაზარზე მოთხოვნის იმ ნაწილის აღდგენას რომელიც დაკავშირებულია უნდობლობასთან და მშენებარე ფართების შესყიდვებთან დაკავშირებულ რისკებთან (აქვე გავითვალისწინოთ რომ პროექტებს არ ექნებათ შეფერხებები, ვინაიდან პროგრამის ფარგლებში მათი ფინანსური უზრუნველყოფის ამოცანა გადაჭრილია);
2. ასეთი პორტალი შედის მენაშენეების არსებული და პოტენციური კლიენტების ინტერესებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები კლიენტებისათვის, რაც ამ ბაზრის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს(და);
3. ასეთი პორტალი შედის მერიის (პიარ) ინტერესებში, ვინაიდან ის საზოგადოებისათვის უფრო გამჭირვალეს და აღქმადს გახდის ამ პროექტის მნიშვნელობას. ამასთან მერიას შეუძლია ამავე პორტალზე განათავსოს სხვა მშენებლობების ტრანსლაციაც და თქვას ,,ნახეთ თბილისი როგორ შენდება დღეს“;
4. ასეთი პორტალი მნიშვნელოვანია ,,მენაშენეთა ასოციაციისათვის“ ვინაიდან ის შეძლებს ,,გამჭვირვალობის“ იმიჯის შექმნას და ,,ასოციაციას“ როგორც ბრენდს შესძენს ღირებულებას, თუ ის ამ პორტალთან ერთად გააკეთებს მისი წევრების ყოველკვარტალური ანგარიშების გამოქვეყნებას (საუბარია ძალიან მსხვილ ციფრებზე: ვინ რამდენს აშენებს, რამდენია გაყიდული, რომელი პროექტები მოხვდა პროგრამის ფარგლებში, ვის რამდენი აქვს გასაყიდი, რომელ უბანში რა მოცულობის მშენებლობა მიდის და ა.შ.)
დღესდღეობით ბევრი კამათი მიდის იმის შესახებ მოხდეს თუ არა მშენებლობის სფეროს რეგულირება. ამ რეგულირებაში სახელმწიფო ხედავს ,,ლიბერალიზაციასთან“ და ,,კორუფციასთან“ დაკავშირებულ რისკებს, მეორე მხრივ მენაშენეებსაც ეშინიათ რეგულირების მარწუხების. ვფიქრობ თემაა შესაცვლელი. ,,რეგულირების“ ნაცლად უნდა ვიფიქროთ ,,გამჭვირვალობაზე“, რაც ყველას ინტერესებში შედის და რისი მიღწევაც გაცილებით იოლია.
პ.ს.
ერთ საიტს წავაწყდით რომელიც ვფიქრობთ საინტერესო უნდა იყოს ასოციაციისთვის. http://live.mobotix.com.ro. ეს საიტი არის რუმინელების, რომელიდანაც ხდება მრავალი ქვეყნის ონლაინ ვიდეოების ტრანსლაცია. შესაძლებელია გასული 24 საათის ან მთელი წლის ჩანაწერის ხილვა. კომპანია მობოტიქს წარმომადგენლები ჰყავს თბილიში.
არჩილი
on Dec 10th, 2009
@ 13:02:
ზოგჯერ რთულ პრობლემებს რა მარტივი გამოსავალი აქვთ ხოლმე ინტუიცია მკარნახობს რომ სამშენებლო კომპანიების დონეზეც კი სანდოობის ამაღლების კარგი ინსტრუმენტი იქნება ეჯეთი ონლაინ ჩვენება. იქვე მიწერილი კომენტარებით ეხლა რა სამშო მიმდინარეობს, რამდენ ხანშ დასრულდება.