ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



რას ვითხოვთ თანამშრომლებისგან

თანამშრომლებმა თუ ზუსტად იციან რას ველით მათგან, რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი საქმიანობის შედეგებში, ისინი ბევრად უკეთესად მუშაობენ. სწორედ ცხადი და მკაფიო მოტივაციის სქემები ასტიმულირებს ადამიანების ძირითადად საქმიანობას და არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი, რომელსაც მათ ამ სამუშაოს და შედეგების ნაცვლად ვპირდებით.

სრულად წაკითხვა »

კონტროლი და თავისუფლება

შესაძლოა ცხოვრებაში ასე არც არის, მაგრამ ორგანიზაციებში თანამშრომელთა თავისუფლების ხარისხის გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ კვალიფიციური და კარგად აწყობილი კონტროლის სისტემა იძლევა.

სრულად წაკითხვა »

თანამშრომლების გაშვება ორგანიზაციიდან

ორგანიზაციას აქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც თანამშრომლების გაშვება გარდაუვალია ბიზნესის შენარჩუნებისათვის ან შემდგომი განვითარებისათვის. თუმცა, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ არც ორგანიზაციამ მიიღოს ტრამვა და არ განიცადოს კრიზისი და არც თანამშრომლების დემოტივაცია მოხდეს.

სრულად წაკითხვა »

შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება

რეგულარულად მოქმედი კოლეგიალური რგოლები საუკეთესო ინსტრუმენტია შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებისათვის. მაგ., თუ დირექტორატი ყოველი თვის ბოლო შეხვედრას უთმობს პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებაზე მიმართული იდეების მოსმენასა და განხილვას, და სტრუქტურაში არსებობს რგოლები, რომლებსაც ამ იდეების მომზადება ევალებათ, ეს ამ მიმართულებებით ორგანიზაციის განვითრების პროცესს აქცევს მუდმივს.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციები და სასწავლო დაწესებულებები

ყველა ორგანიზაციისათვის ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს კადრების აყვანა – გამოცდილების მქონეებს დიდი ანაზღაურება ესაჭიროებათ, ახალ-კურსდამთავრებულთა ცოდნა და კომპეტენციები ძალიან შეუსაბამოა ორგანიზაციის მოთხოვნებთან და დიდ დროსა და რესურს საჭიროებს ინვესტირებისათვის. რეალურად უნივერსიტეტების უმეტესობა ვერ ახერხებს იმ ცოდნის მიცემას, რაზეც მოთხოვნა არსებობს ორგანიზაციებში. სრულად წაკითხვა »

უმაღლესი მენეჯმენტის მოტივაცია

უმაღლესი მენეჯმენტის მოტივაცია ყველაზე საჩოთირო და დელიკატურ თემად ითლება ორგანიზაციებში, ვინაიდან, როგორც წესი, ხმამაღალი ინიციატორი, ლობისტი და დამმუშავებელი ამ თემას არ ჰყავს. თვითონ უმაღლესი მენეჯმენტი ერიდება ამაზე საუბარს, დამფუძნებლები კი ხშირად ხელოვნურად უყრუებენ ამ საკითხს მაშინაც კი, როდესაც საკმაოდ ცხადად ესმით მისი მნიშნელობა.

სრულად წაკითხვა »

თანამშრომლების კმაყოფილება

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატების საიდუმლო მომხმარებლებისათვის მაქსიმალური ღირებულების შექმნაა, ვერსად მოახერხებენ ამას თანამშრომლებზე ზრუნვის გარეშე. სრულად წაკითხვა »

პოტენციური ლიდერები ორგანიზაციის შიგნით

ჩვენი ორგანიზაციის, თანამშრომელთა შორის არიან ისეთები, ვისაც ყველაზე კარგი პერსპექტივა აქვთ მისი მომავალი ლიდერები გახდნენ. რაც უფრო მალე ვიპოვით მათ და დავეხმარებით ამისათვის მომზადებაში, მით უფრო ღირსეულ ადამიანებს მოუწევთ მომავალში ჩვენი ორგანიზაციის მართვა.

სრულად წაკითხვა »

ჩართვით გაზრდილი მოტივაცია

თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა მათი უფრო აქტიურად ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სრულად წაკითხვა »

მოტივაცია ფორმულებით

მოტივაციის ყველასთვის სანატრელი ფორმაა, როდესაც პრემია მკაფიო ფორმულით ითვლება. თანამშრომლებს მოსწონთ ასეთი სისტემა იმიტომ, რომ ცხადია რაზეა დამოკიდებული დამატებითი ანაზღაურება, ხელმძღვანელებს კი მოსწონთ იმიტომ, რომ აღარ უწევთ თანამშრომლების საქმიანობის შეფასება.

ორგანიზაციისათვის კი თანამშრომლების წახალისების ეს ფორმა ყოველთვის სასურველი არ არის. განვიხილოთ, თუ რატომ:

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება