სრულად დეცენტრალიზებული, ან ცენტრალიზებული სტრუქტურები მხოლოდ წიგნებშია, ბუნებაში ასეთები არ არსებობს. ყველა მსგავს სტრუქტურაში არსებობს დეცენტრალიზებული და ცენტრალიზებული ფუნქციები. ის, თუ რომელი ფუნქციის გადატანა შეიძლება ადგილზე, ძალიან ინდივიდუალურია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: March 6, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,795-ჯერ
ისევ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სტრუქტურების შესახებ
- თარიღი: March 5, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,879-ჯერ
თანამშრომლების რანჟირება
თუ თქვენ, გარკვეული პერიოდულობით, ობიექტურად ანიჭებთ თანამშრომელს რანგს, გაცილებით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მათ ანაზღაურებაზე, დაწინაურებაზე, ჩანაცვლებაზე, მოტივაციაზე. ამასთან რანჟირება საკმაოდ რთული ამოცანაა. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სუბიექტური, არგუმენტებს მოკლებული, ან ფორმალური (მაგალითად, მხოლოდ იერარქიული დონეების მიხედვით რანჟირებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს). სრულად წაკითხვა »
მუშაობის სქემები ახალი პოზიციებისთვის
ახალი პოზიციების შექმნისას, ხანდახან მხოლოდ დებულებები/სამუშაო აღწერილობები და მათი კომუნიკაცია არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ ეს სტრუქტურული ერთეული გამართულად ამუშავდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ პოზიციას, ფუნქციებთან ერთად, ბევრი მოვალეობა აკისრია სხვა ერთეულების მიმართ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ახალშექმნილი პოზიციისთვის მუშაობის ძირითად სქემასაც გავაკეთებთ. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: February 27, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,566-ჯერ
სტრუქტურის ქაოსური, უსისტემო განვითარება
ორგანიზაციული სტრუქტურის ქაოსური, უსისტემო განვითარება ძალიან ხშირად იწვევს იმას, რომ ის ქვედანაყოფები, რომლებსაც კომპანიაში მთავარი შედეგები მოაქვთ, იმისთვის მუშაობენ, რათა ადმინისტრაციული და მხარდაჭერის სამსახურები შეინახონ და არა პირიქით. ადმინისტრაცია და მხარდაჭერის სამსახურები კი მუშაობენ იმისთვის, რომ შემოსავლების მომტან სტრუქტურებს მეტი და უკეთესი შედეგების მიღებაში დაეხმარონ.
- თარიღი: February 26, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,629-ჯერ
ოპერაციული მართვა VS განვითარება
ძალიან ბევრ ორგანიზაციაში ვაწყდებით სიტუაციას, როცა სტრუქტურა მთლიანად მორგებულია კომპანიის ოპერაციულ მართვაზე. ეს გულისხმობს ისეთი ფუნქციების და მხარდამჭერი სისტემების არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე მომსახურება სრულდებოდეს გამართულად, შეფერხებების გარეშე (შესყიდვები, მარაგების მართვა, წარმოება, მიმდინარე მომსახურება და ა.შ.). სრულად წაკითხვა »
ლიდერის ტვირთი
ლიდერობა უფრო პასუხისმგებლობაა, ვიდრე სტატუსი და ძალაუფლების წყარო. ლიდერის როლი გვაიძულებს, ვიფიქროთ სხვებზე მეტად, ვიყოთ დისციპლინირებულები სხვებთან შედარებით, ვინარჩუნებდეთ სიმშვიდეს, როცა სხვები ღელავენ, ვაკეთებდეთ სხვებზე მეტს, ვმუხტავდეთ და შემოქმედების სურვილით ვავსებდეთ ადამიანებს ჩვენს ირგვლივ.
საშუალოდ რამდენს ვხარჯავთ ერთი თანამშრომლის განვითარებაზე
ორგანიზაციები, რომელთათვისაც ადამიანური რესურსის განვითარება ორგანიზაციების წინაშე მდგარი მუდმივმოქმედი და პრიორიტეტული ამოცანაა, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იმ ორგანიზაციებისგან, ვისთვისაც ეს ამოცანა დაკნინებულია,ხოლო პრიორიტეტულობა ცვალებადია. ამ ორგანიზაციებს შორის მთავარი განმასხვავებელი მიღებული უკუგების ხარისხია. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: February 21, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,355-ჯერ
მოტივაციის გაზრდა თუ დემოტივაციის შემცირება
პრემირების და ბონუსების სისტემები დემოტივაციას უფრო ამცირებენ თანამშრომლებში, ვიდრე მოტივაციას ზრდიან. მათი შექმნა და განვითარება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მათი მნიშვნელობის გადაჭარბებითშეფასება ნამდვილად არ ღირს.
- თარიღი: February 20, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 1
- წაკითხულია 2,140-ჯერ
როდესაც იდეები ქვევიდან არ მოდის
როდესაც ახალი იდეები ქვევიდან არ მოდის და სტრუქტურა არ ქმნის ინიციატივებს, მაშინ იდეების გენერაციას ხელმძღვანელები იწყებენ. ამას კი ბევრი უარყოფითი შედეგი მოყვება.
ორგანიზაციის ლიდერული რესურსები
ნებისმიერი ორგანიზაციის წამყვანმა პირებმა უნდა იცოდნენ, რა ლიდერული რესურსები გააჩნია ორგანიზაციას. ეს საჭიროა, რათა გაცილებით ეფექტურად გამოიყენონ ამ პიროვნებათა უნარები დასახული მიზნების განსახორციელებლად. სრულად წაკითხვა »