როგორ მოვიზიდოთ კლიენტები ავტომაგისტრალებზე მდებარე ავტოგასამართ სადგურებზე

რა შეიძლება გააკეთოს ავტო გასამართი სადგურების ქსელმა, რომ ყველა მძღოლმა ავტომაგისტრალზე იქ ჩაასხას ბენზინი? ერთ-ერთ შეხვედრაზე ვმსჯელობდით ამ საკითხზე და ასეთი რაღაც მოვიფიქრეთ: ბენზინგასამართი სადგური უნდა იყოს გაჩერების ისეთი წერტილი სადაც მძღოლები და მგზავრები შეძლებენ მიიღონ ის, რაც გზაში მათ შეუქმნის კომფორტს და შეძლებენ განახლებული ძალებით მგზავრობის გაგრძელებას. შესაბამისად, ავტო-გასამართ სადგურზე სასურველია იყოს სამი მინიმალური პირობა:

  1. კარგად მოწყობილი სუფთა საპირფარეშო;
  2. სწრაფი კვების საშუალება: სენდვიჩები, ყავის აპარატები, წყალი და გამაგრილებელი სასმელები;
  3. ყველა კლიენტს უფასოდ უწმინდავდნენ მანქანის ფარებს, წინა შუშას და სარკეებს, ვინაიდან შორ მანძილებზე გადაადგილებისას მანქანის ეს ნაწილები იფარება მტვერით და მწერებით და ხელს ამცირებს ხილვადობას.

ის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს თავისი ავტოგასამართი სადგურებისთვის ასეთი მომსახურების დამატებას ზაფხულის სეზონამდე, ერთის მხრივ შეძლებს, კლიენტების ნაკადის მომატებას, და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს კლიენტის მხრიდან ბრენდის მიმართ ლოიალურობის გაზრდას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.50 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “როგორ მოვიზიდოთ კლიენტები ავტომაგისტრალებზე მდებარე ავტოგასამართ სადგურებზე”


  1. Anonymous
    on Jul 1st, 2009
    @ 15:53

    ბენზინგასამართ სადგურთან ჭამა როგორი პირობებიც არ უნდა იყოს იქ ცოტა არ მომწონს :) მაგრამ დანარჩენი 2 მომსახურება კაია :)

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება