თუ საავტომობილო კომპანია მანქანების მეპატრონეებს შესთავაზებს გაერთიანდნენ სპეციალურ ავტოკლუბში, სადაც ყოველთვიური მცირე თანხის სანაცვლოდ (მაგ.:20 ლარი) მიიღებენ მთელ რიგ მომსახურებებს უფასოდ, ფასდაკლებებს სათადარიგო ნაწილებზე და ავტოსერვისებზე შეძლებს გაზარდოს მისი ბრენდების მიმართ ლოიალურობა და მნიშვნელოვანი დამატებითი ყოველთვიური შემოსავლებიც მიიღოს.
კონსულტაციები ავტომანქანის გაყიდვაზე, ყიდვაზე, ავტოს სათადარიგო ნაწილების შეძენაზე და ჩამოტანაში დახმარება, ევაკუატორით უფასო მომსახურება გზებზე, ფასდაკლებები ავტომანქანის შეკეთაბაზე სერვისცენტრებში და ავტონაწილებზე ჯგუფის მაღაზიებში. სპეციალური დამატებითი სერვისები ქალი მძღოლებისათვის. ამ ყველაფრის შეთავაზება მცირე ყოველთიური სააბონენტოს საფასურადაც კი შესაძლოა ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს.
სავარაუდოა, რომ ბევრი (10 000 – ზე მეტი) მძღოლი გამოთქვამს ასეთ კლუბში გაწევრიანების სურვილს (განსაკუთრებით ქალები), რაც ერთის მხრივ მისცემს ჯგუფს დამატებითი ყოველთვიური შემოსავლების მიღების საშუალებას, მეორეს მხრივ დაეხმარება მისი ბრენდების მიმართ ლოიალუობის ზრდას, სერვისების, სათადარიგო ნაწილების და ახალი მანქანების გაყიდვასაც შეუწყობს ხელს.