როგორ შეუძლიათ ბეტონის მსხვილ მწარმოებლებს გაყიდვების გაზრდა

მშენებლობების შემცირებამ ბუნებრივად გამოიწვია ბეტონზე მოთხოვნის შემცირებაც. შესაბამისად ყველა შესაძლებლობის გამოყენება გაყიდვების მოცულობების მაქსიმალური შენარჩუნებისათის აქტუალური გახდა ბეტონოს ყველა დიდი მწარმოებლისთვის. სამი რამ არის მნიშვნელოვანი დღეს ამ ბაზაზე, ჩვენი აზრით :

ა) საინფორმაციო ნაკადების აწყობა ისე, რომ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოდიოდეს მოსალოდნელი მშენებლობების შესახებ;

ბ) უფრო აქტიური მუშაობა დამკვეთებთან და არა შემსრულებლებთან, მათი დარწმუნება, მოითხოვონ შემსრულებლისგან სწორედ მისი ბეტონის ჩასხმა;

გ) ბეტონზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება ისეთი პროექტების ორგანიზებით, რომელიც განსაკუთრებით ბევრ ბეტონს მოიხმარს.

საჭირო ინფორმაციისათვის, წესით, კარგი არხი უნდა იყოს საჯარო რეესტრი. მიწის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დიდი ნაწილი სამშენებლო სამუშაოების წინაპირობაა. შესაბამისად, თუ ბეტონის მწარმოებელი შეძლებს ფორმალური თუ არაფორმალური კავშირებით მიიღოს ინფორმაცია ასეთი ოპერაციების შესახებ მას ექნება საშუალება უფრო ეფქტურად იმოქმედოს.

მეორე საინფორმაციო არხი შეიძლება იყვნენ არქიტექტორული კომპანიები და ინდივიდუალური არქიტექტორები. მათთან ურთიერთობის დამყარება და მათი დაინტერესება , მათ პროექტებზე ბეტონის გაყიდვებით, შესაძლოა კარგი გზა იყოს  “ლიდების ” მისაღებად.

ბანკებიც კარგი არხი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა ამისათვის უფრო არაფორმალური ურთიერთობების აწყობა იქნება საჭირო.

ვინაიდან ბეტონი მშენებლობის ხარჯების მნიშვნელოვანი მუხლია, სავარაუდოა, რომ დამკვეთს შეუძლია ჰქონდეს უფრო მეტი უფლება, მოითხოვოს შემსრულებლისგან ამა თუ იმ ბეტონის ჩასხმა. ამისათვის კი საჭიროა ხარისხის უფრო მეტი გარანტიები და ფასებზე უფრო კარგი ინფორმირება სწორედ დამკვეთების.

ჩასხმის დამადასტურებელი სერტიფიკატები და მათი რეკლამირება შესაძლოა კარგი გზა აღმოჩნდეს ამ მიზნის მისაღწევად. თუ ამ სერტიფიკატზე იქნება ყველა საჭირო მონაცემი: ჩასხმის დრო, მოცულობა, შემადგენლობა. ხოლო სპეციალური სარეკლამო კამპანიით (არა აუცილებლად სატელევიზიო) დაარწმუნებთ მომხარელებს, მოითხოვოს მშენებლისგან ჩასხმოს სერტიფიკატი, დანარჩენი ამოცანა დარჩება მხოლოდ მომხამრებლის დარწმუნება იმაში, რომ ამ ხარისხისთვის თქვენი ფასები ყველაზე დაბალია (თუ ასეთი გაქვთ, რა თქმა უნდა).

და ბოლოს, ბეტონის მსხვილი მწარმოებლებისთის, რომელიც მთლიანი ბაზრის დიდ ნაწილს აკმაყოფილებს გაყიდვების გასაზრდელად, შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს თვითონ შეუწყოს ხელი მოთხოვნის ზრდას ამ ბაზარზე.

ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მიმართულება შესაძლოა აღმოჩნდეს მიწისქვეშა ან მრავალსართულიანი სადგომების ორგანიზების ხელშეწყობა იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ბევრი ადგილია თბილისში, სადაც დღის განმავლობაში, ან ღამით მანქანების გაჩერება დიდ სირთულეს წარმოადგენს.

თუ ბეტონის რომელიმე მსხვილი მწარმოებელი შეძლებს ბანკებთან, სამშენებლო და არქიტექტურულ კომპანიებთან თანამშრომლობის სქემის დალაგებას, ასევე გააკეთებს ინჟინრებისგან და კონსტრუქტორებისგან შემდგარ პატარა ჯგუფს, აიყვანს ერთ ადამიანს დეველოპერად, ვისაც ასეთი ადგილების მოძიებას და დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებას დაავალებს, შესაძლოა, წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ასეთი პროექტის განხორციელება შეძლოთ.

ბეტონზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირების ასეთივე შესაძლებლობები შეიძლება არსებობდეს ისეთ ადგილებშიც, სადაც ფერდობებზე დამატებითი ფართობების მოწყობა შეიძლება ტერასებად, ან იქ, სადაც შენობებზე მაღალ პროფესინალურ დონეზე საიმედოდ არის მიშენების ან დაშენების სამუშაოები ჩასატარებელი. იმავე ჯგუფს ადვილად შეუძლია ასეთი შესაძლებლობების ძიება და განხორციელების ორგანიზება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება