ფარმაცევტული ბაზრის ლიდერები აქტიურად უსვამენ ხაზს იმ გარემობას, რომ მათი მისია კლიენტების ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვაა. და თუ ისინი მართლაც ფიქრობენ, რომ ეს მათი მთავარი დანიშნულებაა მაშინ არსებობს ბიზნესის ახალი მიმართულება, რომელსაც მათთვის 20-25 000 მდე ლოიალური კლიენტი ოჯახის დამატება და წლიურად 4 მილიონამდე შემოსავლების გაზრდა შეუძლია მხოლოდ ამ ბიზნესიდან (კლიენტების მატება და მათი ლოიალობის გაზრდა ხომ თავის მხრივაც გაზრდის გაყიდვებს)
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მცირე ზომის ფიტნეს ოთახების ქსელის გაკეთება თბილისის ინტენსიურად დასახლებულ უბნებში ბიზნესის ძალიან მომგებიანი გაგრძელება შეიძლება გახდეს ფარმაცევტული კომპანიებისათვის.
ეს ქსელი დიასახლისებზე უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ და ვარჯიშის პროგრამაც ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ დღის მოკლე მონაკვეთში იძლეოდეს ფორმის შენარჩუნების შესაძლებლობას. ფასი არ უნდა იყოს 30 ლარზე მეტი. არ არის აუცილებელი იყოს შხაპის გადავლების საშუალებაც კი. საკმარისია ამ ტიპის ფიტნეს ოთახების ქსელი იყოს დიდი და მაქსიმალურად მოიცავდეს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.
გაყიდვები ძალიან მარტივად, აფთიაქებიდან შეიძლება განხორციელდეს. უნდა ყავდეს კარგად შერჩეული ინსტრუქტორები, ხოლო ურთიერთობის სტილი უნდა იყოს კლუბური.
ჩვენმა გამოკითხვებმა, რომელიც ამ მიმართულებით ჩავატარეთ აჩვენა. რომ დიასახლისების უდიდესი ნაწილი არც კი ფიქრობს დღეს არსბულ ფიტნეს ცენტრებში წასვლაზე მრავალი მიზეზის გამო. თუმცა ამჯობინებენ სახლთან ახლოს ჰქონოდათ უბრალო, იაფი, პატარა, მინიმალური კომფორტის მქონე, მაგრამ მხოლოდ დიასახლისებზე ორიენტირებული სავარჯიშო ოთახი კარგი ინტრუქტორით, რომელიც სპეციალურად მათთვის მორგებული პროგრამით ავარჯიშებს მათ.
ფარმაცევტული კომპანიებისათვის ამ ბიზნესის წამოწყება პასუხობს მათ მისიას. ადვილად შეძლებენ ეს ოთახები დატვირთონ კლიენტებით საკუთარი ფარმაცევტების მეშვეობით, ხოლო მათი სახით დამატებით სტაბილურ და ლოიალურ კლიენტებსაც შეიძენენ, რომლებთანაც მერე სხვა ბევრი პროგრამის განხორციელება შეუძლიათ.