აღდგომის დღესასწაულზე მძიმე ავარია მოხდა ჩემს უბანში. სამი ადამიანი დაიღუპა. ამბობენ ნასვამი იყო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი. ამასწინათ ერთ ჟურნალს წავაწყდი სახლში, სადაც ავტოკატასტროფის სტატისტიკა ვნახე. მიზეზთა 40%-ზე მეტში ალკოჰოლია დასახელებული. პირველად, ჩემი ავტომობილით ავტოავარიაში რომ მოვყევი, ნასვამი ვიყავი და სიჩქარის გადაჭარბების გამო წყნეთის გზაზე ამოვტრიალდი. მანქანა ჯართში ჩავაბარე. მადლობა ღმერთს მე და ჩემი მგზავრი უვნებელნი დავრჩით.
რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს ამას, ან მინიმუმამდე მაინც დავიდეს ალკოჰოლის მსხვერპლთა რაოდენობა ?1. დღესასწაულებზე მოხდეს კონტროლის გამკაცრება და მისი წინასწარი პიარი ტელევიზიით:
იმისათვის, რომ მძღოლმა არ გარისკოს რაციონალური რისკის ფორუმულის ერთ პარამეტრს, – რისკის რეალიზაციის ალბათობას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ გავამკაცრებთ კონტროლს ქრისტეს აღდგომის, ქრისტეს შობის და სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულებისას, ამასთან მოსახლეობას გავაფრთხილებთ კონტროლის გამკაცრების შესახებ, მაშინ გაცილებით უფრო ცოტა მძღოლი გარისკავს ნასვამი საჭესთან ჯდომას.
2. მოხდეს საჯარიმო ტარიფების მკვეთრი გაზრდა. პირველი ბიჯი, მინიმუმ, 500 ლარით დაიწყოს;
ავარიის შემდეგ დიდი ხანი ნასვამი აღარ ვმართავდი მანქანას, მაგრამ ადამიანი რის ადამიანია რომ თავისი შეცდომა მეორედ არ გაიმეოროს ? ერთი წლის შემდეგ ისევ გავაგრძელე მოტივით ,,150 ლარის გარისკვა ღირს”. უფრო ცუდზე ალბათ არცერთი მძღოლი არ ფიქრობს. ერთხელაც დამაჯარიმეს. 150 ლარის შემდეგ მომდევნო ბიჯი 300 ლარია. თქვენ წარმოიდგინეთ ეს თანხა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ ნასვამი საჭეს აღარ მივუჯდე. არა იმიტომ, რომ ზოგადად ბევრია, არამდე იმიტომ, რომ ,,300 ლარის გარისკვას 30 ლარი ტაქსში მივცე აჯობებს” მოტივით ნასვამი აღარ ვმართავ მანქანას. თუნდაც ერთ ბაკალ ლუდზე იყოს საუბარი.
3. მოხდეს საჯარიმო ტარიფების რესტრუქტურიზაცია ავტომობილის ასაკისა და ძრავის კუბატურის მიხედვით:
საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა შემოსავლების მქონე ადამიანებისათვის სხვადასხვა ტარიფია ყურადსაღები. ზოგს ურჩევნია 500 ლარი გარისკოს და თავისი მანქანით იმგზავროს, ვიდრე მანქანა სადმე დატოვოს. გამომდინარე აქედან აუცილებელი მგონია, რომ საჯარიმო ტარიფების სტრუქტურირება მოხდეს მანქანის ასაკისა და ძრავის კუბატურის მიხედვით. ისევე, როგორც ეს განბაჟებისას არის. სამართლიანიც იქნება და შედეგების მხრივ უფრო ეფექტურიც.
(ეს იდეა ეკუთვნის სტრატეგიული კლუბის 1–1 წევრს http://www.strategist.ge/forum/index.php?showuser=18 )
aleqsi
on Jan 14th, 2013
@ 15:09:
პირველ შემთხვევაზე 3 წლით, ჩამორთნევა ნამდვილად გადაჭარბებულია.უფრო სწოეად უკანონო,კანონია.