ვისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი სამთო კურორტების განვითარება

ვფიქრობთ, თუ დიდი ფარმაცევტული კომპანიები (პსპ, ავერსი) ცნობილი ქართული სამთო კურორტების განვითარებას დაიწყებენ, სანატორიუმებს და სამკურნალო–გამაჯანსაღებელ კომპლექსებს აღადგენენ, საგზურებს კი აფთიაქების მეშვეობით გაყიდიან გაცილებით დიდ მოგებას მიიღებენ, ვიდრე თბილისში ამდენი კლინიკების მშენებლობითა და რეკონსტრუქციით. ტურიზმის ეს მიმართულება ბევრად უფრო პერსპექტიურლია ჩვენთან, ვიდრე ტურიზმის ექსპორტზე ორიენტირებული სხვა ნებისმიერი მიმართულება (რელიგიური ტურიზმის გარდა ალბათ). დროთა განმავლობაში ამ კომპლექსების უნიკალურობა ბევრი უცხოელი სტუმრისთვის გახდება მიმზიდველი. იქმდე კი მათი განვითარებისათვის ადგილობრივი პოტენციური მომხმარებლის რაოდენობაც საკმარისზე მეტია.

სამწუხაროდ, ცნობილი კომპლექსების რეკონსტრუქციას დიდი კაპიტალდაბანდებები სჭირდება. თუ სახელმწიფო კეთილ ნებას გამოიჩენს და შეღავათიანი პირობებით გაყიდის, ან გრძელვადიანი იჯარით გასცემს მათ ისეთ კომპანიებზე, რომლებიც მისი აღდგენის და დატვირთვის გარანტიებს მისცემენ, რამოდენიმე წელიწადში საფუძველი ჩაეყრება მომგებიან ინდუსტრიას, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტ სტუმარს შესძენს. რომ არაფერი ვთქვათ იმ ასი ათასობით ოჯახზე ვისთვისაც ასეთი კომპლექსების არსებობა უკვე დღეს არის სასურველი მაშინ, როცა მიწოდება ფაქტიურად აღარ არსებობს და მათ უმეტესობას კერძო სახლების არაკომფორტულ ოთახებში უწევთ დასვენება სუფთა ჰაერით და წყლით არაორგანიზებული მკურნალობის სანაცვლოდ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება