სატელევიზიო კომპანიებისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კარგად განვითარებული ინტერნეტ–საიტები, ვინაიდან მაყურებელთა დიდი ნაწილისათვის დღის განმავლობაში ეს ბევრად უფრო კომფორტული საშუალებაა მათი პროდუქცის ნახვისათვის.
ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა მათთვის მრავალფეროვანი გახადონ საკუთარი სიუჟეტები, და მათი მეშვეობით საზოგადოებისათვის საინტერესო ბევრი თემა მოიცვან. სამოყვარულო რეპორტაჟები, შესაძლოა, საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს ამ ორივე ამოცანის გადასაჭრელად. საიტების მიმზიდველობისათვის მასზე ასახული სიუჟეტებისა და რეპორტაჟების მრავალფეროვნება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სასურველია სატელევიოზი კომპანიების საიტებზე განთავსებული პროდუქცია იხილავდეს და ფარავდეს მრავალნაირ საკითხებს როგორც სხვადასხვა სფეროების, ისე რეგიონების ჭრილში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაყურებლისთვის ინტერნეტსაიტებზე ნანახი პროდუქციის ტექნიკური მომზადების ხარისხი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
სამოყვარულო რეპორტაჟების სისტემის შექმნა, მოყვარული რეპორტიორების ქსელის ჩამოყალიბება, მათი აღჭურვა სამოყვარულო ტექნიკით, მათთვის როგორც ტექნიკასთან მუშაობის ისე რეპორტაჟებზე მუშაობის მეთოდების სწავლება, მათი მოტივირება აკეთონ რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი პროდუქცია შესაძლოა, საუკეთესო და საკმაოდ იაფი გზა აღმოჩნდეს როგორც ინტერენტ–საიტების მიმზიდველობის გასაზრდელად, ისე ახალ-ახალი საინტერესო თემების, ფაქტების გამოსავლენად, შემდგომში მათზე მაღალპროფესიონალური სიუჟეტების მოსამზადებლად.
ამ გზით სატელევიზიო კომპანიები მიმზიდველს გახდიან საკუთარ ეთერსაც და უფრო მრავალფეროვანი თემების შეგროვებასაც შეძლებენ. სამოყვარულო რეპორტაჟების ისევე როგორც მოყვარული რეპორტიორების ქსელები ფართოდ არის გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოს საუკეთესო სატელევიზიო კომპანიებში და მათი მეშვეობით ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქცია იქმნება.