რა უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი 2010 წელს

წესით, თუ დასაქმება მთავრობის რეალური პრიორიტეტია, არაფერი უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს განათლების სამინისტროსთვის, თუ არა სახელობო, ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სწავლების მიმართულების განვითარება. გასაგებია, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, როგორც სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის გაზრდის, ისე სამეცნიერო მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებით. თუმცა სწორედ სახელობო სწავლების განვითარებას დღეს ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია დასაქმების ამოცანების გადასაწყვეტად, მოსახლეობის კეთილდღეობის დონეზე ყველაზე სწრაფი ეფექტიც, წესით მას უნდა ჰქონდეს.
თითქოს ამ მიმართულებით რაღაცეები კეთდება კიდეც. მთავრობა რამოდენიმე წელია ამ საკითხზე ლაპარაკობს და გარკვეულ მცდელობებსაც ჰქონდა ადგილი. სქელტანიანი პროგრამაც არის შემუშავებული სახელობო სწავლების განვითარებისათვის, რომელშიც თემასთან დაკავშირებული პრიორიტეტული  საკითხების დიდი არზაა ჩამოთვლილი, მაგრამ იმ მასშტაბის და ხარისხის რეალური ცვლილებები, რომელიც ამ ამოცანის გადაწყვეტას სჭირდება, ჯერ-ჯერობით არსად ჩანს.

თუ არ ჩავთლით ერთ-ორ მცირე პროფილურ სასწავლებელს, რომლებსაც აქტიურად არეკლამებენ. ალბათ, უფრო იმისათვის, რომ ამ მიმართულებით გაკეთებული რამე გამოჩნდეს, ვიდრე იმისათვის, რომ მათ ასეთი მაშტაბური რეკლამა ჭირდებათ. და ესეც თითქოს რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში კეთდება და არა შესაბამისი სამინისტროს აქტიური ძალისხმევით.

სახელობო სწავლების განვითარებას კი მართლაც დიდი დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ძალიან ბევრი ბავშვი შეძლებს უფრო მოკლე ვადაში დაეუფლოს კონკრეტულ ხელობას და მისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასაც და სარგებლის მოტანასაც მალე დაიწყებს. ბევრი მოზარდის ადრეულ ასაკში დასაქმება თავის მხრივ საზოგადოების გაჯანსაღებისთვისაც კარგი უნდა იყოს.

თუ სახელობო სწავლება სასკოლო ასაკიდან მოხდება, მაშინ ამის მსურველი მოზარდების ჩვეულებრივი საჯარო სკოლიდან გამოყვანა მაღალ კლასებში უკეთეს პირობებს შექნის დარჩენილ ბავშვებში საშუალო განათლების დონის ასამაღლებლად და უნივერსიტეტებიც ბევრად უკეთეს კონტიგენტს მიიღებენ.

არადა, მოზარდების 50-60% მაინც დათანმხდება საშუალო სკოლის მაღალ კლასებში სწავლის გაგრძელების ნაცვლად მიიღოს პრაქტიკული ცოდან თუ:

ა) ამ ტიპის სასწავლებლებში სწავლა ოდნავ მიანც პრესტიჟული თუ არა მინიმუმ სამარცხვინო მაინც არ იქნება არც შვილებისთვის და არც მშობლებისთვის;

ბ) ისინი შეძლებენ მისცენ მოზარდებს რეალურად ღირებული ცოდნა და არ იქცევიან საშუალო სკოლებიდან გამოყრილი უნიჭო და ზარმაცი ბავშვების თავშესაფრად;

გ) იქნება ადრეულ ასაკშივე მუშაობის დაწყების და შემოსავლების მიღების შესაძლებლობა;

მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია ამ სამი პირობის რაღაც დონეზე დაკმაყოფილება. მთავარია ამ საკითხზე მუშაობა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და უცხოურ ფონდებს გასცდეს და სახელობო სწავლების განვითარება ჩვენი მთავრობის და კერძლოდ განათლების სამინისტროს რეალურ პრიორიტეტად იქცეს ერთი წლით მაინც. ვფიქრობთ, ეს დრო საკმარისი უნდა იყოს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად და მისი შემდგომი განვითარებისათვის საჭირო საფუძვლების შესაქმნელად.

ამოცანის გადაწყვეტის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გზა შეიძლება აღმოჩნდეს კორპორატიული სექტორის დაინტერესება შექმნან საკუთარი სასწავლებლები ან ჯგუფები გაერთიანებულ სასწავლებლებში, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი სპეციალობის კადრებს სასკოლო ასაკიდან მოამზადებენ.

თუ სახელმწიფო დააინტერესებს თელასს, შექმნას ელექტრო–ტექნიკოსების სასწავლებელი, რკინიგზას-რკინიგზის სპეციალისტების, სადაზღვევო კომპანიებს-სადაზღვევო აგენტების, ბანკებს -საბანკო ოპერატორების, მოლარეების და ა.შ. დიდ სასტუმროებს – სასტუმროს პერსონალის და ა.შ. (ასეთი კომპანიების რიცხვი საკმაოდ დიდია, ვინც ამ ტიპის სასწავლებლების შექმნით შეიძლება იყოს დაინტერესებული) მაშინ ისინი შეძლებენ შექმნან სასწავლებლები, რომლებიც პრესტიჟულიც იქნება მოზარდებისთვის. აქ მათ დასაქმების შანსი მაღალი ექნებათ, ასევე პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღების შესაძლებლობაც.

ამ კომპანიების დაინტერესება არ უნდა იყოს ძალიან რთული თუ:

ა) სახელმწიფო ამ ბავშვების სწავლას ნაწილობრივ მაინც დააფინანსებს, იმ ვაუჩერებით მაინც რომლითაც საჯარო სკოლებში სწავლას უფინანსებს. ეს ამ კომპანიებს პოტენციური თანამშრომლების მომზადებაზე გაწეულ ხარჯებს დიდად არ გაუზრდის. ფასი შესაძლებლობებს შექმნის იმისთვის, რომ უკეთესი საკადრო რეზერვი მოიმზადონ.

ბ) თუ ძველი ტექნიკუმების შენობებსაც გადასცემენ გრძელვადიანი იჯარით და ამ სასწავლებლების მატერიალურ–ტექნიკურ ბაზაში დახარჯულ სახსრებზეც გარკვეულ შეღავათებს დაუწესებენ.

გ) თუ ყველაზე კარგი საწავლებლების მფლობელ კომპანიებს სხვადასხვა საშუალებებით განსაკუთრებით წაახალისებენ და სათანადოდ, საჯაროდ აღნიშნავენ და დააფასებენ მათ მეირ დასაქმების ამოცანაში შეტანილ ამ მნიშვნელოვან წვლილს.

სასწავლებლების მფლობელი (კურატორი) კომპანიები,  რა თქმა უნდა, სამსახურში აიყვანენ არა ყველას, არამედ ყველაზე საუკეთესოებს მათ შორის. ბაზარს კი მომზადებული კადრები შეემატებიან, რომლებსაც წესით მინიმუმ თვითდასაქმება მაინც აღარ უნდა გაუჭირდეთ თუ ნორმალურად ეცოდინებათ ერთი ხელობა მაინც.

დიდ სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებთან აქტიური მუშაობა პროფესიული, სავარაუდოდ სახელობო სწავლების განვითარების ყველაზე ეფექტური გზაა ამ ამოცანის სწრაფად და სასურველი შედეგით გადასაწყვეტად. საჭიროა, უბრალოდ, განისაზროს იმ კომპანიათა სია, ვისაც შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტში ჩართვის ინტერესი და მოიძებნის გზები მათ დასაინტერესებლად.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება