როგორ უნდა შეიტანონ ინტერნეტ-პროვაიდერებმა ინტერნეტი რეგიონებში უფრო სწრაფად

ჩვენი აზრით, მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ინტერნეტის რეგიონებში დისტრიბუცია, ეს შესაძლებლობას მისცემს მაქსიმალურად აითვისონ მთელი საქართველოს ტერიტორია. ამის საკუთარი ძალებით გაკეთებას საკმაო დრო და რესურსი დაჭირდება.

თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, რომ რომელიმე ესეთმა კომპანიამ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეიყვანოს ინტერნეტი ყველა სოფელში. ამისათვის საჭიროა:

გამოაცხადოს  რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის ბიზნეს გეგმების კონკურსი, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეულ სოფელში ინტერნეტის შეყვანის ბიუჯეტი და ყველა საჭირო რესურსი;

საუკეთესო გეგმების ავტორებს გაუფორმოს ხელშეკრულებები და გაუწიოს ტექნიკური და მატერიალური დახმარება;

ეს ადამიანები შეიყვანენ ინტერნეტს თავიანთ სოფლებში და მოემსახურებიან მას. იქნებიან კომპანიის კონტრაქტორები და მომსახურების სანაცვლოდ მიიღებენ გარკვეულ შემოსავალს.

ვფიქრობთ, ამ გზით მოხერხდება საქართველოს რეგიონების მაქსიმალურად ათვისება დროის შედარებით მოკლე პერიოდში, ვიდრე ამას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეძლებდნენ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “როგორ უნდა შეიტანონ ინტერნეტ-პროვაიდერებმა ინტერნეტი რეგიონებში უფრო სწრაფად”


  1. ნინო
    on Mar 13th, 2014
    @ 18:09

    არცერთი პროვაიდერი არ ვარგა 20-ზე მეტი პროვაიდერია და 30-ივე თბილისზე ფიქრობს


  2. ნატო
    on Mar 13th, 2014
    @ 18:14

    მართალია 20-იდან 30-მდე პროვაიდერია. ყველა თბილისზე ფიქრობს.რად უნდა ერთ ქალაქს ამდენი პროვაიდერი

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება