როგორ შეუძლიათ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს ინტერნეტის უფრო აქტიური დისტრიბუცია

ვფიქრობთ, რომელიმე მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერისათვის კარგი შესაძლებლობა იქნება, შემოიტანოს იაფფასიანი ნოუთბუქები, სადაც მისი ინტერნეტის მიმღები იქნება ჩამონტაჟებული და განახორციელოს მათი აქტიური პრომოცია და დისტრიბუცია. ნოუთბუქები გაყიდოს თვითღირებულებაზე იაფად, ან სულაც სიმბოლურ ფასად, თუკი მისი ინტერნეტის მოხმარება იქნება გარანტირებული.

მსგავს პრაქტიკას ბევრ ქვეყანაში მობილური ოპერატორები დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იყენებენ.

ვფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური ქსელების ბუმის გათვალისწინებით ამ წამოწყებას საკმაოდ დიდი შედეგი უნდა ჰქონდეს. ნოუთბუქის თითქმის უფასოდ შეძენის შესაძლებლობა ბევრი ადამიანისთვის იქნება მომხიბვლელი. მითუმეტეს, თუკი ის ავტომატურად იქნება ჩართული ინტერნეტში და ამისთვის ცალკე სიარული და ინტერნეტ პროვაიდერის ძებნა-შერჩევა საჭირო არ იქნება.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 1.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება