ვფიქრობთ, თბილისის მერიას შეუძლია შექმნას ელექტრონული ცნობარი, სადაც ჩატვირთული იქნება თბილისის რუკა. მასზე უნდა აისახოს ავტობუსის გაჩერებების ადგილმდებარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსების მარშრუტები მათი ნომრების მიხედვით. ცნობარი შეიძლება განთავსდეს მერიის ვებგვერდზე, კარგი იდეა შეიძლება იყოს ელექტრონული ცნობარის ინტეგრირება Paybox–ის აპარატებში. ასევე შეიძლება ამ აპარატების ავტობუსის გაჩერებებზე დადგმა.
ცნობარის მეშვეობით მგზავრს უნდა შეეძლოს იმის გაგება, თუ რა ნომერი ავტობუსი თუ სამარშრუტო ტაქსი გამოივლის ამ კონკრეტულ გაჩერებაზე და რა გზით განაგრძობს სვლას. შესაძლოა შეიცვალოს რომელიმე ტრანსპორტის მარშრუტი, საერთოდ გაუქმდეს ან დაემატოს ახალი ხაზი. შესაბამისად ამ მონაცემების განახლება პერიოდულად უნდა ხდებოდეს.
ვფიქრობთ, ასეთი ცნობარის გაზრდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ისე ტურისტების ინფორმირებულობას. მათთვის უფრო ადვილი და მოსახერხებელი გახდება ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. Paybox–ის აპარატების ფართო ქსელი კი ამ ინფორმაციას ადვილად ხელმისაწვდომს გახდის.