როგორ და რატომ უნდა გაუზარდონ ბანკებმა ინტერნეტ ბანკს ფუნქციები

ვფიქრობთ, საინტერესო იქნებოდა ინტენეტ ბანკისთვის დამატებითი ფუნქციების შეთავსება იმ ბანკების მიერ, რომლებიც ამ მომსახურებას სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს.

რამდენიმე განსხვავებული ფუნქციის მოფიქრება შეიძლება, რაც სასურველია დაემატოს ინტერნეტ ბანკის არსებულ მომსახურებებს. მათ შორის ელექტრონული წიგნების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით მიმზიდველს გახდიდა ინტერნეტ ბანკს ახალგაზრდებისთვის, თუკი მათთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა საინტერესო და მათთვის საჭირო ლიტერატურა.

გარდა ამისა, სესხის აღებისას მომხმარებელთან გასავლელი გასაუბრება უფრო მოსახერხებლად და მარტივად შეიძლება წარიმართოს ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.

და კიდევ, იმ ბანკებს, რომლებსაც ონლაინ-კონსულტაციის მომსახურება არ აქვთ, შეუძლიათ იგი ინტერნეტ ბანკის ფუნქციებს დაუმატონ, რაც დამატებითი სარგებლის მომტანი იქნებოდა მომხმარებლებისთვის.

ინტერნეტ ბანკის ფუნქციურად დატვირთვა ერთის მხრივ მის პროდუქტიულობას გაზრდის, მეორეს მხრივ მომხმარებელთა მოთხოვნას – გახსნან ანგარიში მოცემულ ბანკში და ისარგებლონ ინტერნეტ ბანკის მრავალფეროვანი მომსახურებებით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება