როგორ შეუძლია ბანკს გაზარდოს ბიზნეს კლიენტების რაოდენობა

ვფიქრობთ, ბანკისთვის კლიენტების მოზიდვის კარგი შესაძლებლობაა მისი წარმატებული კლიენტების ბიზნეს ქეისების წერილობითი ან ვიდეოს ფორმით ჩამოყალიბება და გავრცელება.შეიძლება ბიზნეს ქეისების ბანკის საიტზე დადება, როგორც წერილობითი ასევე ვიდეო რგოლების სახით. ამას გარდა შესაძლებელია მათი ბუკლეტებად გამოცემა.

კარგი იდეა შეიძლება იყოს ბიზნეს ქეისების განთავსება ისეთ საიტებზე, რომელთაც პოტენციური კლიენტები სტუმრობენ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საინფორმაციო ან ბიზნეს საიტები. ამას გარდა კარგი შესაძლებლობაა ბუკლეტების გავრცელება სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან ერთად; ისევე, როგორც ვიდეო რგოლების გაშვება სატელევიზიო არხებით და სხვადასხვა ობიექტებში დამონტაჟებულ მონიტორებზე.

ჩვენი აზრით, წარმატებული ბიზნეს ქეისების ამგვარი გავრცელება ბანკის პოტენციურ კლიენტებს მიცემს უფრო მეტ სტიმულს, რათა უპირატესობა მიანიჭონ მის მომსახურებას. ისინი ნათლად დაინახავენ, თუ როგორ ეხმარება ბანკი თავის კლიენტებს და ზრუნავს მათ წარმატებაზე.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “როგორ შეუძლია ბანკს გაზარდოს ბიზნეს კლიენტების რაოდენობა”


  1. bacho
    on Sep 5th, 2014
    @ 11:24

    dzviri dajdeba

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება