ჩვენი აზრით, ბენზინ გასამართი სადგურების ფართო ქსელის მქონე კომპანიას შეუძლია ბაზარზე თავისი მომსახურების დივერსიფიკაცია ელექტრომობილების საქართველოში ჩამოყვანით, დამტენი სადგურების დამონტაჟებით და ჩვეულებრივი ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობის სერვისის დანერგვით.
საწყის ეტაპზე კომპანიას, რომელიც ამ შესაძლებლობით დაინტერესდება, შეუძლია ჩამოიყვანოს რამოდენიმე ელექტრომობილი და გააკეთოს ერთი სადგური, სადაც მანქანები ენერგიით დამუხტვას შეძლებენ.
ვფიქრობთ, რომ ამ გზით კომპანია მოახდენს ამ ახალ ბაზარზე თანდათან დამკვიდრებას ისე, რომ როდესაც მოთხოვნა გაიზრდება, მას უკვე განვითარებული ექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამასთან, ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დამკვიდრებას საქართველოში და თავის წვლილს შეიტანს გამონაბოლქვისგან გარემოს დაცვის საქმეში.