ვფიქრობთ, რომ დიდმა ფარმაცევტულმა ქსელებმა მომხმარებლებისაგან დაცარიელებულ აფთიაქებს ალტერნატიული დანიშნულება უნდა მოუძებნონ. კერძოდ, შეუძლია გადააკეთოს ისინი:
1. საუბნო კლინიკებად, სადაც კლიენტებს მოიზიდავენ ძირითადად პროფილაქტიკური გამოკვლევების გაყიდვით. საჭირო იქნება უბნის მაცხოვრებლების ბაზა, რომელთაც დაუკავშირდებიან და არსებულ მომსახურებას შესთავაზებენ ადექვატურად დაბალ ფასებში. შემდეგ წელიწადში ორჯერ დაურეკავენ და შეახსენებენ, რომ ახალი გამოკვლევის ჩატარების დროა.
2. პროფილურ მარკეტებად, სადაც გაიყიდება საკვები პროდუქტები სეგმენტების მიხედვით: ორსულებისთვის, სპორტსმენებისთვის, ბავშვებისთვის, დიაბეტიანებისთვის. მარკეტში ყველა სეგმენტისთვის გამოიყოფა ცალ–ცალკე კუთხე ან თარო, რაც მყიდველებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
3. კოსმეტიკურ კაბინეტებად, სადაც კლიენტებს შესთავაზებენ შემდეგ მომსახურებებს: თმის და კანის მოვლა, სახის გაწმენდა, მასაჟი და ა.შ.
4. საუბნო ფიტნეს–ცენტრებად, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა ტრენაჟორები. ეს ცენტრები იქნება გათვლილი უბნის მოსახლეობაზე და მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს.
ჩვენი აზრით, ამ გზით შეცვლილ პროფილურ დაწესებულებებში ეს კომპანიები შეძლებენ ახალი კლიენტების მოიზიდვას, დაამკვირდრებენ ჯანსაღი ცხოვრების კულტურას ზემოთ აღნიშნული მიმართულებებით და შემოსავლებსაც გაიზრდიან.