თუ სკოლები კვირის რომელიმე დღეს შემოიღებენ ინგლისურ ენაზე ფილმების ჩვენების გაკვეთილებს, უცხო ენის სწავლება უფრო სასიამოვნო გახდება და მოსწავლეებსაც უკეთ განუვითარდებათ სმენითი და სასაუბრო უნარები.
ამისათვის უნდა გამოიყოს დარბაზი, პროექტორით და სხვა საჭირო მოწყობილობებით. ერთ-ერთ კონკრეტულ დღეს გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები შეიკრიბებიან ამ დარბაზში და ერთობლივად უყურებენ ფილმს. დარბაზში სასიამოვნო გარემო უნდა შეიქმნას, რათა არ იყოს დაძაბულობის, ან გაკვეთილის განცდის მომენტი. აქვე შეიძლებოდეს პოპ-კორნის, ან სხვა სასუსნავის ყიდვა და მირთმევაც.
ფილმი უნდა შეირჩეს ტერმინოლოგიის სირთულის გათვალისწინებით , ინდივიდუალურად, სხვადასხვა ასაკისათვის. იგი შინაარსობრივადაც უნდა ესადაგებოდეს მოსწავლეების ასაკს, მაგალითად, დაწყებით კლასებში შესაძლოა ანიმაციების ჩვენება.
ფილმების მეოხებით ბავშვები უკეთ აითვისებენ პრაქტიკულ მასალას, მიეჩვევიან ამ ენაზე კომუნიკაციასა და მოსმენას. რამდენიმე წელიწადში ყველა მოსწავლეს ეცოდინება უცხო ენა საშუალო დონეზე და შეძლებს ურთიერთობას ამ ენაზე.
ამ პროექტის წასახალისებლად განათლების სამინისტროს შეუძლია სკოლას აჩუქოს სხვადასხვა სახის ფილმების დისკები.