როგორ გაზარდოს რკინიგზამ სამგზავრო გადაზიდვები

ბევრს ვსმჯელობთ იმის შესახებ თუ როგორ უნდა  გაზარდოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანების მიმართულება. ყველამ ვიცით რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც რკინიგზის ასევე საერთოდ ქვეყნისთვისაც. რამდენადაც ბერვს ვმსჯელობთ, ვფიქრობთ, ვსწავლობთ და ვაანალიზებ ამ ამოცანის გადასაწყვეტად ბევრი იდეაც იბადება. ზოგი ეფექტური, ზოგიც ნაკლებად.
გუშინ გაჩნდა ასეთი იდეა რომ რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანების მატარებელში ერთ-ერთი ვაგონი გამოყოს მსუბუქი ან ჯიპის ტიპის ავტომანქანების გადასატანად. ეს შესაძლოა ძალიან მიმზიდველი იყოს მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისათვის და აი რატომ:

  1. თბილისიდან ქუთაისში და განსაკუთრებით ბათუმში სადაც დამსვენებლები ჩადიან მომხმარებელთა ერთი კატეგორია მიდის საკუთარი ავტომობილით და არა მატარებლით მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ფეხით არ მოუწიოს აქეთ იქით სიარული. არადა გზა ძალიან დამღლელია განსაკუთრებით ზაფხულში და არავის არ ეხალისება ამხელა მანძილზე მანქანით სიარული;
  2. რკინიგზით ავტომობილის გადაყვანა შესაძლოა დაჯდეს არც ისე ბევრი ვიდრე ბენზინის ხარჯი. მაგალითად ბათუმამდე დაახლოებით 350 კმ-ია. ჯიპის ტიპის ავტომობილს რომელიც საშუალო ხარისხის ბენზინს ასხამს ,შეიძლება დაუჯდეს დაახლოებით 50-60 ლარი საწვავის ხარჯი. ამ ფასში კი რკინიგზას შეუძლია შესთავაზოს როგორც მანქანის ისე 1 ან 2 ადამიანის გადაყვანაც; თანაც ეს ბაზრის ის სეგმენტია ვისაც შეუძლია დამატებით შეიძინოს სხვადასხვა მომსახურება ან პროდუქტები მატარებელში მგზავრობისას;
  3. ამით არამარტო დამსვენებლები, არამედ საქმიანი მიზნით გადაადგილებულმა პირებმაც შეიძლება ისარგებლონ, რადგანაც ამით რეალურად რისკები მცირდება. ამხელა მანძილზე სიარული ხომ ავარიის, ავტომანქანის გაფუჭების რისკებთანაა დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ დაღლილობაზე.

მოკლედ ვფიქრობთ რომ ეს ძალიან რენტაბელური მომსახურება შეიძლება იყოს და საკმაოდ ბევრიც მოიხმარს. თანაც არც ისე ძნელია ამის გაკეთება:

  1. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ის მარშრუტები სადაც დასვენებისა და საქმიანი მიზნით ბევრი ადამიანი შეიძლება ჩავიდეს. ეს მარტივად შეიძლება მომხმარებლების გამოკითხვითა და წარსული შესყიდვების ანალიზის საფუძველზე;
  2. უნდა გამოიყოს სპეციალური ვაგონი რამოდენიმე მარშრუტზე და თავიდან საცდელად 3 მატარებელი შეიძლება რომ ავიღოთ, უნდა გაკეთდეს ავტომობილის მისასვლელი და ასასვლელი ამ ვაგონებში, ასევე უნდა მოხდეს ვაგონის შიგნით მოწყობა, სამაგრების გაკეთება და ა.შ.
  3. უნდა განისაზღვროს გადატანის ფასი, შესაძლოა ეს იყოს ცალკე ღირებულებაც და შევიდეს რომელიმე პაკეტშიც. ფასში შესაძლოა შევიდეს ავტომობილის ერთჯერადი გადატანის დაზღვევაც; ამ მხრივ უნდა გაკეთდეს ფინანსური გაანგარიშება ამ მომსახურების ამოქმედებისათვის;
  4. იმ მატარებლებში სადაც ასეთი ვაგონები გაკეთდება შესაძლოა რომ დაემატოს დამატებითი მომსახურებები და პროდუქტები, რომელიც ასეთმა სეგმენტმა უნდა შეიძინოს მგზავრობისას;
  5. და ბოლოს ამ ყველაფრის კარგი პრომოცია უნდა გაკეთდეს, სადაც ხაზი გაესვას მანქანის გადატანის უპირატესობებს.

ეხლა ვფიქრობთ კარგი სეზონი მოდის რათა მოხდეს ამ მომსახურების გამოცდა. ზაფხულის შედეგები დაანახებდა მენეჯმენტს რამდენად დიდი მოთხოვნა ამ მომსახურებაზე.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “როგორ გაზარდოს რკინიგზამ სამგზავრო გადაზიდვები”


  1. data
    on May 25th, 2009
    @ 22:50

    amit sheidleba rkinigzam ixeiros, tu martlac yvelaferi idealurad gaketda,
    magram ramdenad kargi iqneba benzin gasamarti sadgurebistvis es yvelaferi?


  2. Anonymous
    on May 27th, 2009
    @ 14:38

    ბენზინგასამართ სადგურებს კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდებათ და თუ რომელიმე შეძლებს და ისეთ რამეს მოიფიქრებს რომ თავისი მომხმარებლები არ დაკარგოს და მეტიც – სხვებიც მოიზიდოს, არაფერიც არ მოუვა. იმათ იდარდონ, რომლებიც მხოლოდ “ფულის კეთებაზე” არიან გადასულები და მომხმარებელზე არ ზრუნავენ.


  3. ლაშა
    on Aug 1st, 2014
    @ 12:51

    ვაფასებ სინერჯი ჯგუფის გარჯას, მაგრამ ეტყობათ, რომ საქმის არსს სიღრმისეულად არ იცნობენ, რადგან საკმაოდ სუსტად და არაარგუმენტირებულად მომეჩვენა ეს ინიციატივა. თუ რკინიგზის კუთხიდან შევხედავთ, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს რკინიგზას სწორი მიდგომებით, ასეთი რთული პროექტების განხორციელების გარეშეც. რკინიგზის მომსახურებით სარგებლობს ქვეყნის მგზავრთნაკადის თითქმის ყველა სეგმენტი, მაგრამ არა ძალიან დიდი პროცენტული წილით.
    რაც შეეხება კლიენტის თვალით რომ შევხედოთ, არ შეიძლება ეს მისთვის საინტერესო შეთავაზება იყოს. ერთადერთი კონკურენტული უპირატესობა, რასაც მგზავრთა გადაყვანის კუთხით რკინიგზა ვერ ფლობს, არტის მკაცრად განსაზღვრული მოძრაობის გრაფიკი (ანუ ადამიანს არ შეუძლია გაემგზავროს მაშინ, როცა მას უნდა), შეუძლებელია ისეთი მოქნილი და მოხერხებული გრაფიკი შექმნა, რომ დატვირთვა იყოს მაღალი. ან ტექნიკურად როგორ უნდა მოხერხდეს, როგორც ვხვდები სამგზავრო მატარებლის შემადგენლობაში უნდა ჩაირთოს ეს ვაგონი (რადგან დამატებით მომსახურებას მიიღებენო). რომელ მატარებლებში უნდა ჩაერთოს, როდესაც მატარებელთა უმეტესობა ელექტრომატარებლებია უკვე. ამ ამ მანქანების მგზავრებმა სამგზავრო დოკუმენტები უნდა შეიძინონ თუ არა და ასე შემდეგ. ბევრი მოუქნელი და შინაარსობრივად გაუაზრებელი თემაა ამ მოსაზრებაში. მოკლედ ჩემი აზრით, ეს ყველაფერი რკინიგზისთვის აბსოლიტურად მოუხერხებელიც არის და არც შემოსავალს გაუზრდის, მგზავრებს კი განსაკუთრებულ კომფორტს ვერ შეუქმნი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება