ის სატაქსო კომპანიები, რომლებიც ძირითადად კორპორატიულ სეგმენტს ემსახურებიან, ბევრად გაუმარტივებენ კლიენტებს მომსახურებას, თუკი შესაძლებელს გახდიან გამოძახებას SMS-ის ან Skype-ის მეშვეობით.
ასეთ შემთხვევაში, კლიენტები, რომლებიც ტაქსების მომსახურებას საქმიან შეხვედრებზე სასიარულოდ იყენებენ, შეძლებენ, თავიდან აიცილონ უხერხულობა, რომელიც შეხვედრის დროს დარეკვის აუცილებლობასთანაა დაკავშირებული.
კლიენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ შეხვედრის მსვლელობისას სატაქსო კომპანიის ნომერზე გაგზავნონ შეტყობინება მობილურის, ან კომპიუტერის მეშვეობით და გამოიძახონ ტაქსი სასურველ დროს ისე, რომ შეხვედრის სხვა მონაწილეებისთვის ეს შეუმჩნეველი დარჩეს, ვფიქრობთ, ეს მათთვის დამატებითი კომფორტი იქნება.