ვფიქრობთ რომელიმე სააფთიაქო ქსელი მომხმარებლისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას შეძლებდა, თუკი მას იმ სპეციფიკური მედიკამენტებისა თუ ინვენტარის შეკვეთით ჩამოტანის მომსახურებას შესთავაზებდა, რომელზეც მომხმარებელს ხელი ადვილად არ მიუწვდება.
ხშირად არის შემთხვევა, როცა მომხარებლისათვის საჭირო მედიკამენტი ან სამედიცინო ინვენტარი არ იშოვება ჩვენს ქვეყანაში. ვისაც უცხოეთში ნათესავი ან ნაცნობი ჰყავს, მისი დახმარებით აგზავნინებს, ზოგს არავინ არ ჰყავს ესეთი დამხმარე, თან ეს ყველაფერი გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. თუკი მომხმარებელს იმის საშუალება ექნებოდა, შეკვეთა მიეცა აფთიაქისათვის და გარკვეული პერიოდის შემდეგ მიეღო პროდუქცია, ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იქნებოდა და ბევრი პრობლემა მოეხსნებოდა.
თავის მხრივ, აფთიაქი ინდივიდუალური შეკვეთების მომსახურებით მოიპოვებდა მომხმარებლის თვალში კეთილგანწყობას და თან ახალ ბიზნესსაც შეითავსებდა.