ვფიქრობთ, კარგი იდეა შეიძლება იყოს, რომელიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ, თავისივე კლიენტების გამოკითხვებით, უბნის საუკეთესო ექიმი რომ გამოავლინოს.
იქიდან გამომდინარე, რომ აფთიაქი ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, მომხმარებლისთვის კარგი იქნებოდა, თუკი აფთიაქი მათი უბნის საუკეთესო ექიმს გამოარჩევდა. ამისთვის საჭიროა აფთიაქში შემოსულ მომხმარებლებში ჩატარდეს გამოკითხვა – უბნის რომელ ექიმს ანიჭებენ უპირატესობას. ჩატარებულ გამოკითხვაში გამარჯვებულ ექიმს გადაესცეს სერთიფიკატი, რომელიც შეიძლება აფთიაქშიც გამოიკრას. გამარჯვებულ ექიმზე ინფორმაცია განთავსდეს კომპანიის ვებ-გვერდზეც. რეკომენდაცია გაეწიოს, როგორც მომხმარებლის რჩეულ უბნის ექიმს.
ჩვენი აზრით, რადგან ბევრი მომხმარებელი ექიმების რჩევით მიდის ამა თუ იმ აფთიაქში ეს შეიძლება წარმატებული გამოდგეს სააფთიაქო ქსელისთვის. ექიმების კეთილგანწყობის მოპოვებით აფთიაქი მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას შეძლებდა.