ჩვენი აზრით, თუ კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი კომპანია თავისი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართველები მასობრივად ცხოვრობენ, ამით ეს კომპანია თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას შეძლებდა.
ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის გაყიდვები შეიძლება გახდეს სტაბილური შემოსავლის წყარო. უცხოეთში მყოფი ქართველები, რომლებიც მონატრებულნი არიან ქართულ პროდუქციას, უპირატესობას სწორედ ექსპორტირებულ ქართულ ნაწარმს მიანიჭებენ და არა იქაურ პროდუქციას. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს ნაწარმი მაღალი ხარისხის იქნება.
საწყის ეტაპზე კარგი იქნებოდა, მსგავსი პროფილის კომპანიებს გამოეკვლიათ ის ქვეყნები და ადგილები, სადაც ქართველები მეტ–ნაკლებად ერთად სახლობენ, ეზრუნათ იმ ქვეყნის მიერ დაწესებული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე და შემდგომ პროდუქციის ექსპორტზე.
ამ გზით კომპანია უცხოეთში მყოფი ქართველების ქართული ნაწარმით განებივრებას შეძლებდა, შედეგად _ გაყიდვების დივერსიფიცირებას და მოცულობის საგრძნობლად გაზრდას.
Dr-george
on Mar 27th, 2011
@ 22:48:
მოგესალმებით,კომპანია dr.george.ჩვენ ვაწარმოებთ ქართულ ნაციონალერ კვების პროდუქტებს.მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ჩურჩხელას,რომელიც წარმატებით გავიტანეთ საბერძნეთში.მაგრამ ვერაფერს ვახერხებთ შუამავლების გარეშე,რომლებიც პროდუქციის ფასს არარეალურად აძვირებენ.გთხოვთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია და ინფორმაცია პროდუქციის ხარისხის შესახებ google-ში და facebook-ზე მისამართით dr-george.ge
მაინტერესებს ევროპის ბაზარზე სავაჭრო ობიექტების ქსელები ან სადისტრიბუციო კომპანიები რომელთანაც პირდაპირ გავაფორმებ მიწოდების ხელშეკრულებეას,გარანტიას ვიძლევით პროდუქციის ხარისხზე პარტიული სერთიფიკატებით და მიკრობიოლოგიური გამოცდის ოქმებით.პატივისცემით dr.george-ის დირექტორი მაია ჯაჯანაშვილი.