თუ ბანკები მოახერხებენ თანამშრომლობაზე დაითანხმონ “ინტელ – ექსპრესი”, რომელსაც საბერძნეთიდან სწრაფი გადმორიცხვების ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი უკავია და იქ იმიგრანტებისაგან ფულის მიღების და გადმორიცხვისთვისათვის საკმაოდ ფართო ქსელიც აქვს, შეძლებენ რამოდენიმე ათეული მილიონი ევროს გრძელვადიანი ანაბრების მოზიდვას ყოველწლიურად.
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ ასი ათასზე მეტი ადამიანია წასული. ისინი ყოველთვიურად საშუალოდ 500-700 ევრომდე გამოიმუშავებენ, საიდანაც დიდ ნაწილს ზოგავენ საქართველოში გადმოსაგზავნად.
როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ ბანკებთან საერთოდ არ ურთიერთობს, საქართველოში დაბრუნებას მინუმ 5 წელი არ აპირებს, და მზად არის დანაზოგები ქართულ ბაკებში დააგროვონ, თუ ამის შესაძლებლობას მათ ეს ბანკები მისცემენ.
თანხების მოზიდვის ძირითადი სირთულე სწორედ გზის მოძებნაა, თუ როგორ შეძლებენ ისინი ანგარიშების გახსნას და ყოველთვიური დანაზიგების ამ ანგარიშებზე გადმორიცხვას.
როგორც ასევე კვლევის შედეგად გაირკვა, “ინტელ-ექსპრესსთან” თანამშრომლობით ეს ამოცანა საკმაოდ მარტივად შეიძლება გადაიჭრას.
ა) სწრაფი გადარიცხვების ამ კომპანიას ფულის მიღების და გადმორიცხვისათვის კარგად განვითარებული ქსელი აქვს საბერნეთში.
ბ) მისი ფულის გადმორიცხვის პროგრამა იძლევა თანხის არა მარტო ფიზიკური პირისთვის, არამედ პირდაპირ ამა თუ იმ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის საშუალებას.
გ) მისი წილი საბერძნეთიდან გადმორიცხვების ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება.
თუ ამ კომპანიის დახმარებით ბანკები შეძლებენ, საბრძნეთში სამუშად წასულ ქართველებს გაახსნევინონ საბანკო ანგარიშები და ყოველთვიური დანაზოგის ნაწილი ამ ანგარიშებზე გადმოარიცხინონ, რისი მზაობაც თვითონ იმიგრანტებში საკმაოდ მაღალია, ყოველწლიურად რამოდენიმე ათეული მილიონი ევროს ანაბრების მოზიდვას შეძლებენ და თან საკმაოდ დიდი ხნით.
tengo
on Dec 6th, 2013
@ 15:42:
gamogadgeba